ინფორმაციის კოდირების, შენახვისა და აღდგენის ფსიქიკური უნარი.
ბევრი ფსიქოლოგი მეხსიერებას იერარქიის სახით წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ტიპის მეხსიერებას მოიცავს (იხ. სურათი N1). პირველ რიგში, განასხვავებელ ექსპლიციტურ და იმპლიციტურ მეხსიერებას. ასევე, განარჩევენ პროცედურულ და დეკლარაციულ მეხსიერებას, პერცეპტულ დასწავლასა და კლასიკურ განპირობებას.
განარჩევენ მეხსიერების პროცესებს: კოდირებას ანუ აღბეჭდვას, შენახვასა და აღდგენას. კოდირება ინფორმაციის გადამუშავების პირველი საფეხურია, რომელიც მეხსიერების სისტემაში ინფორმაციის შესვლას ემსახურება. შენახვა აკავებს ინფორმაციას გარკვეული დროის მანძილზე, ხოლო აღდგენა შენახული ინფორმაციის ცნობიერებაში ამოტანას ან მის გამოყენებას წარმოადგენს. მარტივად რომ ვთქვათ, კოდირებას შემოაქვს ინფორმაცია საცავში, (შენახვა) აკავებს მას, სანამ საჭიროება მოითხოვს, აღდგენას კი ამოაქვს ის.
არსებობს მეხსიერების, როგორც მრავალსაცავიანი სისტემის, ხედვა. ეს მიდგომა 1968 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგებმა შიფრინმა და ატკინსონმა შემოიტანეს. მათ თეორიის მიხედვით, მეხსიერება სამი კომპონენტისგან შედგება: სენსორული მეხსიერება, ხანმოკლე მეხსიერება და ხანგრძლივი მეხსიერება. მეხსიერების მრავალსისტემური მოდელი სქემატურად წარმოდგენილია სურათზე N2.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
ფარჯანაძე, დ. (2008). მეხსიერების ფსიქოლოგია. თბილისი. შპს „თათა სოლუშენი“
Gleitman, H., Cross, J.,& Reisberg, D. (2011). Psychology, 8th ed. W.W. Norton & Company, Inc.