მეხსიერების ტიპი, რომელიც ფაქტებისა და მოვლენების დახსომებაზეა მიმართული და სემანტიკურ და ეპიზოდურ მეხსიერებას აერთიანებს. ის იმპლიციტური მეხსიერების ნაწილია და მოიცავს ცოდნას, რომელიც შეგვიძლია სიტყვებით გადმოვცეთ. მაგალითად, ავტომობილები ბენზინზე ან დიზელზე მუშაობენ, დღეს დილით გარედან შემოსულმა ხმაურმა გაგაღვიძათ.
ტულვინგის მიხედვით, განვითარების ჭრილში თუ შევხედავთ, დეკლარაციული მეხსიერება თავის ტვინის შედარების ახალ უბნებს უკავშირდება. სხვა სიტყვებით, ის ფილოგენეტურადაც და ონტოგენეტურადაც პროცედურული მეხსიერების შემდეგ ვითარდება.დეკლარაციულ და პროცედურულ მეხსიერებას შორის განსხვავების კარგი ილუსტრაციაა კვლევები (იხ. სურათი), რომლებშიც მონაწილეებს მოეთხოვებათ, რომ ნათურის ყოველ ანთებაზე შესაბამის ღილაკს დააჭირონ. ნათურები სწრაფად ინთება და ქრება, მონაწილეები კი ცდილობენ, მაქსიმალურად ზუსტად მიჰყვნენ პროცესს. საბოლოო ჯამში, ისინი ხვდება, რომ ნათურების ანთება გარკვეული განმეორებადი თანმიმდევრობით ხდება და დაისწავლიან ამ თანმიმდევრობას. ამიტომ რაღაც დროის შემდეგ ისინი უფრო სწრაფად და სწრაფად აჭერენ ხელს სათანადო ღილაკებს. თუმცა როდესაც მპონაწილეებს ეკითხებიან, ნათურების ანთების თანმიმდევრობა შემთხვევითი იყო თუ რაიმე კანონზომიერებას ემორჩილებოდა, მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა პასუხი უნდა გასცენ ამ კითხვას. ამრიგად, კვლევა აჩვენებს, რომ მონაწილეებს აქვთ პროცესის პროცედურული ცოდნა, რაც მათ ღილაკებზე სწრაფად დაჭერის საშუალებას აძლევს, მაგრამ არ გააჩნიათ ამ პროცესის დეკლარაციული ცოდნა: ისინი ისე ასრულებდნენ დავალებას, რომ ვერც კი ხვდებოდნენნ, რომ ნათურების ანთების თანმიმდებრობა განმეორებადი იყო.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
ფარჯანაძე, დ. (2008). მეხსიერების ფსიქოლოგია. თბილისი.
Gazzaniga, M.S., & Miller, M.B. (2009). The left hemisphere does not miss the right hemisphere. In S. Laureys & G. Tononi (Eds). The Neurology of Consciousness (pp. 261-70). London: Elsevier
Gleitman, H., Gross, J., Reisberg, D. (2011). Psychology, 8th ed. W. W. Norton & Company, Inc. New