პროცედურული მეხსიერება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Procedural Memory

მეხსიერების ტიპი, რომელიც მიმართლია იმაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს მოქმედება; როგორ, რა გზით უნდა მოხდეს პერცეპტული, კოგნიტური და მოტორული ჩვევების შეძენა და გამოყენება. პროცედურული მეხსიერება მიმართულია იმ გზების დამახსოვრებაბაზე, რომლებიც რაიმეს გაკეთებას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ის საფუძვლად უდევს პერცეპტული, კოგნიტური და მოტორული ჩვევების შეძენას. ტულვინგის მიხედვით, პროცედურული მეხსიერება თავის ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურებს ანუ განვითარების თვალსაზრისით, უფრო ადრეულ ტვინს უკავშირდება. სხვა სიტყვებით, მისი განვითარება ფილოგენეტურადაც და ონტოგენეტურადაც წინ უსწრებს დეკლარაციული მეხსიერების განვითარებას.

პროცედურული მეხსიერება იმპლიციტური მეხსიერების ფორმაა. მას მიეკუთვნება მეხსიერების ყველა არაცნობიერი ფორმა, მათ შორის მეხსიერების ცნობიერებამდელი ფორმები — კლასიკური და ოპერანტული განპირობება, მიბაძვით სწავლა და პრაიმინგი. ჩვევების, მზაობების დასწავლა, მაგალითად, ველოსიპედით სიარულის სწავლა, თავდაპირველად, სიძნელეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ დასწავლის შემდეგ უკვე მათი დავიწყება ძნელდება. ჩვეულებრივ, პროცედურულ მეხსიერებაში შენახული ჩვევების თუ უნარების გამოყენება არაცნობიერად ხდება. კითხვაზე, თუ როგორ იყენებს წარსულში მიღებულ გამოცდილებას, ადამიანს უჭირს პასუხის გაცემა. ცნობიერი ჩარევა ამ უნარ-ჩვევის განხორციელების პროცესში ზოგჯერ აფერხებს კიდეც მის ნორმალურ მიმდინარეობას.

სწორედ ამ საკითხებზე ფოკუსირდებიან პროცედურული მეხსიერების თეორიები, კერძოდ, ყველაზე ხშირად დასწავლის დროში მიმდინარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას: როგორ ხდება გადასხვლა კონკრეტული აქტივობების შესახებ დეკლარაციული ფაქტების ჩამონათვალიდან იმავე აქტივობის არაცნობიერ, ავტომატურ შესრულებაზე? ან რატომ ხდება, რომ ჩვევის გამომუშავების შემდეგ ხშირად გვიძნელდება ამ ჩვევის გამომუშავების პროცესის მეტ-ნაკლებად დეტალურად გახსენება და დეკლარაციული ფაქტების აღდგენა, რომლებიც, თავის დროზე, საფუძვლად დაედო ამ ჩვევის შემუშავებას?

ამ ფენომენის საილუსტრაციოდ განვიხილოთ მარტივი მოქმედება: ტელეფონზე ნომრის აკრეფვა. თავიდან, როდესაც ტელეფონზე დარეკვას ცდილობდით, ყოველი ციფრის აკრეფის წინ დაფიქრება გიხდენობათ ანუ მოქმედებდით დეკლარაციული ფაქტებით, მაგრამ შემდგომში თუ საკმაოდ ხშირად გიწევთ ამ ნომრის აკრეფვა, ცნობიერებაში უკვე აღარ ანაწევრებთ მას ცალკეულ ციფრებად. თქვენ მას ერთიანად, უსწრაფესად, მექანიკურად კრეფთ. ამ პროცესს ცოდნის კომპილაცია ეწოდება.

ამრიგად, პრაქტიკის შედეგად სხვადასხვა მოქმედების თანმიმდევრობით შედგენილი საკმაოდ რთული მოქმედების შესრულება ცნობიერების ჩარევის გარეშე შეგიძლიათ, მაგრამ, ამავე დროს, ცნობიერად ვერ გაიხსენებთ ამ მოქმედების ცალკეულ მდგენელებს. თუ ისევ ტელეფონის მაგალითს მივუბრუნდებით, არც ისე იშვიათად, შეიძლება შეგხვდეთ ადამიანი, რომელიც მანამდე ვერ იხსენებს ტელეფონის ნომერს, სანამ აკრეფის იმიტაციას არ გააკეთებს.

ცოდნის კომპილაცია ის მახასიათებელია, რომლის გამოც პროცედურული მეხსიერება არ აგერევათ მეხისერების სხვა ფორმებში, თუმცა, შესაძლოა, ისიც შეგიმჩნევიათ, რომ ცოდნის კომპილაცია ზოგჯერ შეცდომების მიზეზიც ხდება. მაგალითად, თუ ხშირად გიწევთ კომპიუტერზე ტექსტის აკრეფვა, უდავოდ შეუწუხებიხართ the-ს პრობლემას.

პროცედურული მეხსიერების გარეშე, ცხოვრება უაღრესად გართულდებოდა, რადგან თითოეული მოქმედების შესრულება ყოველ  ჯერზე ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიწევდათ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

ფარჯანაძე, დ. (2008). მეხსიერების ფსიქოლოგია. თბილისი.

Gleitman, H., Gross, J., Reisberg, D. (2011). Psychology, 8th ed. W. W. Norton & Company, Inc. New York.

კატეგორია: 
ავტორები: