კლასიკური განპირობება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Classical Conditioning

კლასიკური განპირობება არის დასწავლის ტიპი, რომელშიც ქცევა (განპირობებული რეაქცია) გამოწვეულია სტიმულით (განპირობებული სტიმული), რომელიც, თავის მხრივ, განმტკიცებულია ბიოლოგიურად მნიშვნელოვან სტიმულთან ასოციაციის გამო.

კლასიკური განპირობებულობის ბირთვად რეფლექსები უნდა ჩაითვალოს. რეფლექსი არის დაუსწავლელი პასუხი, რეაქცია, მაგალითად, ნერწყვის გამოყოფა, თვალების ხამხამი და მისთანანი. ყველა რეფლექსი ბუნებრივადაა გამოწვეული სპეციფიკური სტიმულით, რომელიც ბიოლოგიურად აქტუალურია ორგანიზმისათვის. ნებისმიერ სტიმულს, რომელიც ბუნებრივად იწვევს რეფლექსურ ქცევას, განუპირობებელი სტიმული ეწოდება. ხოლო ქცევა, რომელიც გამოწვეულია განუპირობებელი სტიმულით, განუპირობებელი ქცევაა.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გყავთ დეიდა, რომელიც ძალიან გიყვართ, რადგან მისგან ყოველთვის სითბოსა და ყურადღებას გრძნობთ. იგი ყოველთვის ერთსა და იმავე სუნამოს ისხურებს. შემდგომში, როდესაც თქვენ ამ სუნამოს სუნს შეიგრძნობთ, გიჩნდებათ სითბოსა და კომფორტის განცდა.

კიდევ ერთი მაგალითი: თუ თქვენ გსურთ ვინმე დაარწმუნოთ რაიმეს გაკეთების აუცილებლობაში, აიძულეთ ეს გააკეთოს მისთვის რაიმე სასიამოვნო აქტივობასთან ერთად. მაშინ, როცა ის თქვენთვის სასურველ ქცევას განახორციელებს, შეუწყვილეთ სასიამოვნო სტიმული (ჯილდო, მუსიკა, მოფერება). იგი ამ ქცევას განიმტკიცებს და ყოველთვის, როცა სასიამოვნო სტიმულს მიაწვდით, იგი საჭირო ქცევას განახორციელებს.

კლასიკური განპირობებულობის პირველ მეცნიერულ კვლევას ფსიქოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი უკავია. მისი ავტორი რუსი ფიზიოლოგი, ივან პავლოვია (1849-1936) , რომელსაც მიზნად არ დაუსახავს კლასიკური განპირობებულობის ან სხვა ფიზიოლოგური ფენომენის კვლევა. კლასიკურ განპირობებულობას იგი შემთხვევით, საჭმლის მომნელებელი სისტემის კვლევისას წააწყდა, რისთვისაც 1904 წელს ნობელის პრემია მიიღო.

პავლოვს გამიზნული ჰქონდა გამოეკვლია გადამუშავების პროცესი ძაღლებში, მათ ჯირკვლებსა და საჭმლის მომნელებელ ორგანოენში  მილების ჩადგმით. იგი  ამ ტექნიკით გამოყოფილი სეკრეცის რაოდენობის განსაზღვრასა და გაანალიზებას შეძლებდა. სეკრეციის გამოსაწვევად პავლოვის ასისტენტი ძაღლს პირში დამუშავებულ ხორცს უდებდა. ეს პროცედურა მეორდებოდა განსაზღვრული რაოდენობით, რის შემდეგაც პავლოვმა აღმოაჩინა, რომ ძაღლს ნერწყვი გამოეყოფოდა მანამ, სანამ პირში ხორცი მოხვდებოდა.. უბრალოდ, საჭმლის დანახვაზე და ასისტენტის დანახვაზეც კი; მეტიც, ძაღლმა ნერწყვის გამოყოფა უკვე მისი ნაბიჯების ხმაზეც დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი სტიმული, რომელიც სისტემატურად წინ უსწრებდა საჭმლის მიღებას, ნერწყვის გამოყოფას იწვევდა. სრულიად შემთხვევით, პავლოვმა აღმოაჩინა, რომ დასწავლა შედეგია ერთმანეთთან ასოცირებული ორი სტიმულისა.

პავლოვმა, როგორც მეცნიერმა, ეს ფენომენი ცნობისმოყვარეობით აღმოჩენა. მან არაფრად ჩათვალა იმ დროისთვის უდიდესი ფიზიოლოგის, სერ ჩარლზ შერინგტონის რჩევა, თავი დაენებებინა ამ სულელური ახირებისთვის. პავლოვმა მიატოვა თავისი კვლევა გადამუშავების შესახებ და ამით სამუდამოდ შეცვალა ფსიქოლოგიური აზროვნების მიმართულება(პავლოვ, 1928). მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე იგი აგრძელებდა იმ ცვლადების ძებნას, რომლებიც გავლენას ახდენენ კლასიკურად განპირობებულ ქცევაზე. კლასიკური განპირობებულობა, აგრეთვე, პავლოვისეულ განპირობებულობად იწოდება, რადგან განპირობების ფენომენი სწორედ მის აღმოჩენად ითვლება.

პავლოვის მნიშვნელოვანმა კვლევითმა გამოცდილებამ მას საშუალება მისცა მარტივი სტრატეგიული გეგმა აერჩია, რათა ძაღლებში ნერწყვის გამოყოფა განეპირობებინა. ექსპერიმენტებში ძაღლი საგანგებო მოწყობილობაში იყო მოთავსებული, სადაც რეგულარული ინტერვალებით იღებდა სტიმულს ზარის სახით, რის შემდეგაც მას გარკვეული რაოდენობის საკვები ეძლეოდა. აღსანიშნავია, რომ ძაღლისთვის არავითარი კავშირი არ არსებობდა ზარსა და საკვებს შორის. ერთადერთი რეაქცია ზარის პირველ გაგებაზე საორიენტაციო რეფლექსი იყო - ძაღლმა ყურები დაცქვიტა და თავი მიატრიალა ხმის წყაროს დასადგენად, თუმცა ზარისა და საკვების მიწოდების განმეორებითმა დაწყვილებამ გამოიწვია საორიენტაციო რეფლექსის შეწყვეტა და ნერწყვის გამოყოფა. იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ზოგადი ეფექტი იყო, პავლოვმა ზარის გარდა. გამოიყენა მრავალნაირი სტიმული, როგორიცაა: ნათურა, ეჟვანი, მეტრონომი.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: