კანადელმა ფსიქოლოგმა, ედნელ ტულინგმა, მეხსიერების ერთ-ერთი ფორმა, დეკლარაციული მეხსიერება ორ ნაწილად გაყო: ეპიზოდურ და სემანტიკურ მეხსიერებად.
სემანტიკური მეხსიერება გენეტიკური, კატეგორიული მეხსიერებაა, რომელშიც შედის ინფორმაცია, მაგალითად, სიტყვების მნიშვნელობების ან ცნებების შესახებ. მასში ინახება წესები, კანონზომიერებები, აბსტრაქტული იდეები. ფაქტობრივად, სემანტიკური მეხსიერება მოიცავს ზოგად ცოდნას და ადამიანისათვის ცოდნის შემნახველი „უჯრაა“.
სემანტიკური მეხსიერების თავისებურება ისაა, რომ მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც, მიუხედვად კონტექსტისა, თქვენი გონებისთვის მყისიერად არის ხელმისაწვდომი. ამ ტიპის მეხსიერება არ საჭიროებს სპეციალური გარემო ფაქტორების გათვალისწინებას და იმის გახსენებას, რა სიტუაციაში მოხდა მათი დამახსოვრება. მაგალითად, მათემატიკური ფორმულები, გამრავლების ტაბულა, გეოგრაფიული სახელწოდებები - ეს ყველაფერი სემენტიკურ მეხსიერებაში შემავალი ინფორმაციაა, რომელიც მარტივად ახსენდება ადამიანს, მიმანიშნებელი კონტექსტისა და დამახსოვრებისას არსებული სიტუაციის აღდგენის გარეშე.
ედვინ ტულინგის მოსაზრების მიხედვით, სემანტიკური მეხსიერებიდან ინფორმაციის მყისიერ ამოღებაზე თავის ტვინის მარცხენა ფრონტალური სტრუქტურებია პასუხისმგებელი. დღესდღეობით არსებული ნეიროფსიქოლოგიური კვლევები, გარკვეულწილად, ადასტურებენ ამ მოსაზრებას, თუმცა ზუსტი ემპირიული მონაცემები იმის შესახებ, რომ სემანტიკური მეხსიერება და დეკლარაციული მეხიერების ზემოთ ხსენებული, მეორე ფორმა - ეპიზოდური მეხსიერება ნამდვილად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ჯერჯერობით არ არსებობს. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ეს ორი ცნება, გარკვეულწილად, ურთიერთგადამფარავია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
წერეთელი, (2012) კოგნიტური ფსიქოლოგია 1 - აღქმა, ყურადღება, მეხსიერება. თსუ, თბილისი
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1