კოდირება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Encoding

პროცესი, რომლითაც მეხსიერებაში ფორმირდება მენტალური რეპრეზენტაციები.

მეხსიერების ნებისმიერი ფორმა მოითხოვს სამი სახის მნემურ მოქმედებას: აღბეჭდვას ანუ კოდირებას, შენახვასა და აღდგენას.

კოდირება საშუალებას იძლევა, რომ მეხსიერებაში გარე სამყაროში არსებული საგნებისა და მოვლენების შესახებ წარმოდგენები შეიქმნას. მეხსიერების წარმოდგენა ჩვეულებრივი წარმოდგენის ანალოგიურია. ვთქვათ, მაინტერესებს როგორია ის საუკეთესო საჩუქარი, რომელიც თქვენ ბოლო დაბადების დღეზე მიიღეთ (იგულისხმება, რომ ეს საჩუქარი თან არ გაქვთ). რას გააკეთებთ ამისთვის? თქვენ აგვიწერთ ამ ნივთს, მის თვისებებს. შეიძლება დაგვიხატოთ  ან იმიტაცია გააკეთოთ, როგორ იყენებთ. ყველა შემთხვევაში ეს იქნება რეალურად არსებულის მხოლოდ წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ არის ორიგინალის იდენტური, თითოეული მათგანი მაინც გარკვეულ ცოდნას გვაწვდის ამ საჩუქრის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე. მეხსიერების წარმოდგენები ზუსტად ასევე მოქმედებენ. მათში შენახულია წარსული გამოცდილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ განვიახლოთ, წარმოვიდგინოთ წარსული გამოცდილება.

თუ ინფორმაცია აღბეჭდილია მეხსიერებაში, მისი შენახვა დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოხდება. შენახვის პროცესში თავის ტვინის სტრუქტურის ხანმოკლე და ხანგრძლივი ცვლილებები ხდება.

კოდირების პროცესის განხილვისას, აუცილებლად განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კოდირების სპეციფიკურობა, რიგში ადგილმდებარეობის ეფექტი და გადამუშავების დონეების თეორია.

კოდირების სპეციფიკურობას უწოდებენ პრინციპს, რომლის მიხედვითაც აღდგენილი ინფორმაციის რაოდენობა მატულობს თუ დახსონების და აღდგენის პროვესში ერთი და იგივე მიმნიშნებლები მოქმედებს. პირველად, 1973 წელს,  ენდელ ტულვინგმა და დონალდ ტომპსონმა აჩვენეს კოდირების სპეციფიკურობის მნიშვნელობა, როცა მოგონებასა და ცნობას შორის ჩვეული ურთიერთდამოკიდებულების საწინააღმდეგო შედეგი მიიღეს. ისინი ცდის პირებს სთხოვდნენ სიტყვათა მწკრივების დასწავლას, მაგალითად, ვაგონი-შავი, მაგრამ, ამავე დროს, აფრთხილებდნენ, რომ მათ უნდა დაეხსომებინათ წყვილის მხოლოდ მეორე სიტყვა. ექსპერიმენტის შემდეგ სტადიაზე მათ სთხოვდნენ სიტყვაზე „თეთრი“ ოთხ თავისუფალ ასოციაციას. ეს სიტყვა სპეციალურად იყო შერჩეული იმისთვის, რომ ამ ასოციაციათ შორის სიტყვა „შავი“ აღმოჩენილიყო. ამის შემდეგ ცდის პირებს სთხოვდნენ, ამ ასოციაციებში ის სიტყვა ეცნოთ, რომლის დახსომებაც მათ ექსპერიმენტის პირველ ფაზაში წყვილებიდან მოეთხოვებოდათ. ცდის პირებმა მხოლოდ 54%-ის მოგონება შეძლეს. ხოლო მაშინ, როდესაც წყვილის პირველი წევრი დაუსახელეს, 61 % აღადგინეს. რატომ იყო მოგონება უკეთესი, ვიდრე ცნობა? ტულვინგის და ტომსონის მიხედვით, ამის მიზეზი კონტექსტის შეცვლაა. ცდის პირებისთვის, რომლებმაც სიტყვა შავი დაიხსომეს ვაგონის კონტექსტში, ძნელი იყო მისი აღდგენა, როცა კონტექსტი სიტყვა თეთრით შეიცვალა.

მეცნიერებმა შეძლეს მეხსიერებაზე კონტექსტის საკმაოდ ძლიერი გავლენის ექსპერიმენტული გამოწვევა. ერთ-ერთ ასეთ ექსპერიმენტში მყვინთავები სწავლობდნენ სიტყვათა მწკრივს ზღვის ნაპირზე და წყალქვეშ. შემდეგ კი იმავე სიტყვათა შემოწმება ამ ორ კონტექსტში (ნაპირზე და წყალქვეშ) ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ დახსომების ეფექტურობა 50%-ით მეტი იყო, როდესაც კოდირება და აღდგენა ერთნაირ პირობებში, ერთ კონტექსტში ხდებოდა, თუმცა, თვით მასალას არაფერი საერთო არ ჰქონდა არც ნაპირთან და არც ყვინთვასთან. ასევე, დახსომება უკეთესია, თუ მასალის აღდგენისას თანმხლები მუსიკა იგივეა, რაც დახსომებისას.

გარდა ამისა, სხვადასხვა სუნელის გამოყენებით რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა. ერთ შემთხვევაში ეს იყო ცდის პირებისთვის სრულიად უცხო, უჩვეულო სუნის მატარებელი ოსმანტუსი (აზიური წარმოშობის მცენარეულკენკროვანი მცენარე), ჩვეულებრივი, ნაცნობი სუნი, მაგრამ უჩვეულო კვლევითი ლაბორატორიისთვის (ვანილი) და ლაბორატორიისთვის ჩვეული (ფიჭვის) სუნი. ჰიპოთეზის მიხედვით, მხოლოდ ორი სუნი მიიპყრობდა ყურადღებას თავისი სიახლითა და უჩვეულობით და კოდირების პროცესში ჩაერთვებოდა. ჰიპოთეზა დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ კოდირებასა და აღდგენას შორის 48 საათი გავიდა, ცდის პირები მნიშვნელოვნად მეტ სიტყვას იხსომებდნენ (20-სიტყვიანი მწკრივიდან), როცა აღდგენის დროს იგივე სუნი იყო ოთახში, რაც აღბეჭდვისას, მაგრამ ეს მხოლოდ ოსმანტუსს და ვანილს ეხებოდა. ამ ექსპერიმენტში დახსომების ეფექტურობა უფრო მაღალი იყო, როცა შოკოლადის სუნის ფონზე ხდებოდა დახსომება და აღდგენა. სუნსა და კონტექსტის ეფექტს შორის ურთიერთკავშირზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში განსხვავებული სუნი განსხვავებულ გავლენას ახდენს კონტექსტის ეფექტზე.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ფარჯანაძე, დ. (2008). მეხსიერების ფსიქოლოგია. თბილისი. შპს „თათა სოლუშენი“

კატეგორია: 
ავტორები: