რიგში ადგილმდებარეობის ეფექტი

Error message

  • Notice: Trying to access array offset on value of type int in element_children() (line 6609 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Serial Position Effect

მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენის პროცესის მახასიათებელი, როცა მწკრივის დასაწყისი და ბოლო წევრების უკეთ მოგონება ხდება, ვიდრე მწკრივის შუა წევრებისა.

დავუშვათ, უნდა დაისწავლოთ სიტყვათა მწკრივი. თუ გთხოვთ, რომ ეს სიტყვები თანმიმდევრობით გაიხსენოთ, დაახლოებით იმდენ სიტყვას აღადგენთ, რამდენიც ეს სურათზეა მოცემული: თქვენ უპრობლემოდ გაიხსენებთ რამდენიმე სიტყვას მწკრივის დასაწყისიდან (დასაწყისის ეფექტი ანუ მწკრივის პირველი წევრების უკეთ დამახსოვრება) და ბოლოდან (დაბოლოების ეფექტი ანუ მწკრივის ბოლო წევრების უკეთ დამახსოვრება). მწკრივის შუა ნაწილიდან კი მხოლოდ ერთი-ორი სიტყვა გაგახსენდებათ. სურათზე გამოსახული კანონზომიერება ზოგადია მეხსიერების, როგორც თავისუფალი წესით, აღდგენილი მასალის მიმართ („გაიხსენეთ, რამდენი სიტყვის გახსენებასაც შეძლებთ“), ისე იმავე თანმიმდევრობით აღდგენის („გაიხსენეთ იმავე თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც მოისმინეთ“) ინსტრუქციის შემთხვევაში. ეს კანონზომიერება მართებულია სხვადასხვა რაოდენობის სიტყვათა მწკრივის დამახსოვრების დროს.

მეხსიერების მრავალსაცავიანი თეორიის მიხედვით, რიგში ადგილმდებარეობის ეფექტს ხანგრძლივი მეხსიერებიდან მასალის ამოტანის პროცესის თავისებურებით ხსნიან. მწკრივის პირველი სიტყვები „ცარიელ“ ხანმოკლე მეხსიერებაში თავსდება და კვლევის მონაწილეს ამ სიტყვების რამდენჯერმე გამეორების შესაძლებლობა აქვს, მაგრამ თანდათანობით, დაახლოებით, ექვსი სიტყვის შემდეგ, მას იმაზე მეტი რაოდენობის სიტყვის დამახსოვრება უწევს, რიგი შესაძლებლობაც ხანმოკლე მეხსიერებას აქვს. ამიტომ ყოველ შემდეგ სიტყვაზე სულ უფრო ნაკლები განმეორება მოდის. ამრიგად, მწკრივის პირველი სიტყვების გამეორება უფრო ხშირად ხდება და ამიტომაც ეს სიტყვები თავისუფლად გადადიან ხანგრძლივ მეხსიერებაში.

მწკრივის პირველი სიტყვებისგან განსხვავებით, შუა ნაწილში მდებარე სიტყვები უკვე „გადავსებულ“ ხანმოკლე მეხსიერებაში ხვდებიან. ამიტომ მათი გამეორება იშვიათია, რაც მათი მოგონების დაბალ მაჩვენებელში აისახება.

მწკრივის ბოლო ნაწილის უკეთ დამახსოვრება კი, ამ თეორიის მიხედვით შემდეგნაირად აიხსნება: მწკრივის ბოლოში არსებული სიტყვები აღდგენის მომენტისთვის კერ კიდევ ხანმოკლე მეხსიერების ასახავში იმყოფებიან. ამიტომ კვლევის მონაწილეები ბოლო ნაწილს უშუალოდ ხანმოკლე მეხსიერებიდან აღადგენენ. აქედან გამომდინარე, მწკრივის ამ ნაწილის აღდგენა, ჩვეულებრივ, თითქმის მთლიანად ხდება. ამ თვალსაზრისის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ კვლევის მონაწილეები, როგორც წესი, მასალის აღდგენას სწორედ ბოლო ნაწილიდან იწყებენ.

ამრიგად, მწკრივის დასაწყისი და ბოლო ნაწილების უკეთ დახსომებას მათი ხანგრძლივ და ხანმოკლე მეხსიერებაში არსებობა განსაზღვრავს. ამ მოსზრებას ამტკიცებს რიგი ექსპერიმენტული მონაცემებისა, რომლებშიც კარგად ჩანს, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც მხოლოდ მწკრივის დასაწყისის მოგონებაზე მოქმედებენ და არავითარი გავლენა არ აქვთ მწკრივის ბოლო ნაწილის დამახსოვრებაზე და პირიქით. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეებს 15 სიტყვისგან შემდგარ მწკრივს აწვდიდნენ, აღდგენამდე კი, 10 და 30 წამის განმავლობაში, გამეორების გამორიცხვის მიზნით, მარტივი არითმეტიკული ამოცანის შესრულებას ავალებდნენ. აღმოჩნდა, რომ მწკრივის ბოლო ნაწილის დამახსოვრების ეფექტურობა დამოკიდებულია აღდგენამდე ინტერვალის ხანგრძლიობაზე. 30-წამიანი ინტერვალის შემთხვევაში, მწკრივის ბოლო ნაწილის აღდგენა მნიშვნელოვნად უარესდებოდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ინტერვალის ხანგრძლიობა არანაირად არ მოქმედებს მწკრივის დასაწყისის დამახსოვრებაზე. ნავარაუდევია, რომ მწკრივის ბოლო ნაწილი ხანმოკლე მეხსიერების საცავში იმყოფებოდა და დროის გავლისა თუ ინტერფერენციის შედეგად, მისი დავიწყება მოხდა. მწკრივის დასაწყისში განლაგებული წევრები კი ხანგრძლივ მეხსიერებაშია განმტკიცებული. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

ფარჯანაძე, დ. (2008). მეხსიერების ფსიქოლოგია, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: