ინტერფერენცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Interference

მეხსიერების ფენომენი, რომელიც მაშინ ხდება, როცა მოგონების მიმნიშნებლები ანუ შიგნიდან ან გარედან მომდინარე სტიმულები, რომლებიც მეხსიერებაში გარკვეული ინფრომაციის ძებნაში გვეხმარებიან, ეფექტურად ვერ მიუთითებენ ერთ კონკრეტულ მოვლენაზე.

ინტერფერენცია მაშინ ხდება, როცა მიმნიშნებელი ვერ მოქმედებს სათანადად და ვერ აღადგენს შესაბამის ინფორმაციას. რაც უფრო დიდია ამ სპეციფიკურ მიმნიშნებელზე შესაძლო პასუხთა რაოდენობა, მით უფრო ძნელია ერთი სწორი პასუხის აღდგენა. მაგალითად, შეძლებთ თუ არა გაიხსენოთ, რამდენად განსხვავებულად გამოიხეხეთ კბილები ერთი კვირის წინ და დღეს დილით? მოსალოდნელია, რომ მოგონებები ერთმანეთში აირიოს ანუ მოხდეს ინტერფერენცია.

ინტერფერენცია შეიძლება იყოს პროაქტიული ან რეტროაქტიული. პროაქტიული ინტერფერენცია („შემდგომზე მოქმედი“) ნიშნავს, რომ წარსულში შეძენილი ინფორმაცია აძნელებს ახალი ინფორმაციის აღბეჭდვას, ხოლო რეტროაქტიული ინტერფერენცია („წინაზე მოქმედი“) იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ინფორმაცია ხელს უშლის ძველის აღდგენას. მაგალითად, ორივე სახის ინტერფერენციასთან გვაქვს საქმე, როდესაც საბანკო ბარათს ცვლით. თავიდან ახალი ბარათის ახალი პინკოდის დახსომება ჭირს: ძველი კოდი „ამოხტება“ ხოლმე მეხსიერებიდან (პროაქტიული ინტერფერენცია), მაგრამ როდესაც ბოლოს და ბოლოს კარგად დაიმახსოვრებთ ახალი ბარათის პინკოდს, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ძველი აღარ გახსოვთ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად იყენებდით (რეტროაქტიული ინტერფერენცია).

როგორც მეხსიერების ბევრი სხვა მოვლენის, ინტერფერენციის შესწავლაც ებინგჰაუსმა დაიწყო, რომელიც თავად სწავლობდა უაზრო მარცვალთა წყვილებს. მან აღმოაჩინა, რომ დასწავლილი 65% აღარ ახსოვდა. საინტერესოა, რომ როცა 50 წლის შემდეგ ერთ-ერთ კვლევაში ებინგჰაუსის ექსპერიმენტები გაიმეორეს, იგივე შედეგი მიიღეს. ის მწკრივები, რომელთაც კვლევის მონაწილეები უფრო ადრე სწავლობდნენ და ამას მრავალჯერადი განმეორების შედეგად აღწევდნენ, აღდგენისას ახლადნასწავლ მწკრივებში ერეოდათ ანუ ინტერფერენცია ხდებოდა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: