ფანტომური კიდურის ფენომენი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Phantom Limb Phenomenon

შეგრძნებების და/ან მწვავე და ქრონიკული ტკივილის შეგრძნება ამპუტირებულ კიდურში.

ფანტომური კიდურის სინდრომი შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც უმტკივნეულო, ისე მტკივნეული შეგრძნებებით. უმტკივნეულო შეგრძნებები იყო მოძრაობის აღქმად და გარეგან შეგრძნებებად (ექსტეროცეფცია); აქ შედის შეხების, ტემპერატურის, წნევის, ვიბრაციისა და ქავილის შეგრძნებები. ტკივილის შეგრძნებები რანჟირებს წვის და გაჭრის შეგრძნებიდან ნემსების შერჭობის შეგრძნებამდე. თუ ფანტომური კიდურის ფენომენი მხოლოდ ამპუტირების შემთხვევაში ვითარდება, ფანტომური შეგრძნებები იმ ადამიანებმა შეიძლება, განიცადონ, რომლებიც გადაურჩნენ დარტყმას, მაგრამ სხეულის რომელიმე ნაწილის ფუნქცია დაკარგეს, ან მათ, ვისაც ზურგის ტვინის ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება აქვთ.

ფანტომური კიდურის სინდრომი პირველად ფრანგმა ქირურგმა ამორსი პარემ (Ambrosie Pare) აღწერა1552 წელს. ის დაჭრილ ჯარისკაცებს უკეთებდა ოპერაციებს და წერდა პაციენტების შესახებ, რომლებიც ამპუტირებულ კიდურებში ტკივილს უჩიოდნენ. იმავე სინდრომს მოგვიანებით დააკვირდნენ და აღწერეს ფრანგმა მეცნიერმა, მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა სერ ჩარლზ ბელმა (Sir Charles Bell) და ამერიკელმა ექიმმა საილას უეირ მიჩელმა (Silas Weir Mitcell), რომელიც დაჭრილ ჯარისკაცებს უვლიდა ფილადელფიაში ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. XVIII საუკუნეში შოტლანდიელმა ექიმმა უილიამ პორტერფილდმა (William Porterfield) საკუთარი გამოცდილებიდან აღწერა ეს ფენომენი მას შემდეგ, რაც ერთი ფეხის ამპუტაცია მოუწია. ის იყო პირველი, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ ფანტომური კიდურის ფენომენს სენსორული აღქმა ედო საფუძვლად.

1990-იან წლებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ნეიროპლასტიურობა — ტვინის ნეირონების უნარი, შეცვალონ თავიანთი კავშირები და ქცევა — შესაძლოა, ხსნიდეს ფანტომური კიდურის თანმხლებ ტკივილის ფენომენს. ასეთი ტკივილი განსაკუთრებით კარგად იხსნება ნეიროპლასკიურობის ერთ-ერთი ნაირსახეობით (ქერქული რეორგანიზაციით). ამ დროს თავის ტვინის ადგილობრივმა რეგიონებმა, რომლებიც თითოეული ერთი ტიპის ფუნქციას ასრულებს და თავის ტვინის ქერქში „რუკის“ სახით აისახება, შეიძლება, გამოუყენებელი ფანტომური რუკა აითვისონ და გამოიყენონ.

მართალია, ფანტომური კიდურის სინდრომის თანმხლები მტკივნეული სინდრომები, ზოგ შემთხვევაში, თავისით ქრება, ზოგი პაციენტი შეიძლება მწვავე, ზოგჯერ გამაბრუებელ ქრონიკულ ტკივილს განიცდიდეს. ასეთი ტკივილის კონტროლი ისეთი მედიკამენტებით არის შესაძლებელი, როგორებიცაა ანალგეტიკები (მაგალითად, ასპირინი, აცეტილამინოფენი და ნარკოტიკები), სედატიური საშუალებები (მაგალითად, ბენზოდიაზეპინები), ანტიდეპრესანტები (მაგალითად, ბუპროპიონი და იმიპრამინი) და ანტიკონვულსანტები (მაგალითად, გაბაპენტინი). შემდგომში ტკივილის სიმპტომების განვითარების ალბათობის შემცირების მიზნით, პაციენტებს ამპუტაციამდე ეძლევათ ზოგიერთი წამალი, როგორებიცაა კეტამინი (ანასთეტიკი) და კალციტონინი (ჰორმონი).

ზოგი პაციენტის შემთხვევაში ეფეტურად მუშაობს ფანტომურ ტკივილთან გამკლავების ტექნიკები: ჰიპნოზი, კუნთების პროგრესული რელაქსაცია და ბიოუკუკავშირი (სხეულის ფუნქციების დასწავლილი უნარი). არაქირურგიული მკურნალობა შეიძლება შედეგიანი იყოს და მოხსნას ფანტომური ტკივილი. ამ მეთოდთა რიცხვში შედის შოკური თერაპია (ანუ ელექტროკონვულსიური თერაპია), აკუპუნქტურა და კანის სიღრმისეული ნერვების ელექტრული სტიმულაცია. თუ არაინვაზიური მეთოდები არ ამართლებს, იმპლანტაციურ მკურნალობას მიმართავენ, როგორიცაა ტვინის ღრმა სტიმულაცია, ზურგის ტვინში მედიკამენტების შეყვანა და ზურგის ტვინის სტიმულაცია.

ანტომური კიდურის სინდრომის სარკის ყუთის მეთოდით მკურნალობა 1990-იანი წლების შუა პერიოდში განავითარებს და მცირე რაოდენობის პაციენტებთან გამოიყენებოდა. თერაპიის ამ მეთოდს გარკვეული შედეგები ჰქონდა „დასწავლილ პარალიზებასთან“ ასოცირებული ტკივილის შემსუბუქების მიმართულებით, რომელსაც ხშირად განიცდიდნენ ის პაციენტები, რომლებსაც კიდური პარალიზებული ჰქონდათ ამპუტაციამდე. პაციენტი, რომელიც სარკეში ხედავს არსებული ფეხის ანარეკლს და ამოძრავებს მას, ავარჯიშებს ტვინს, რომ „ამოძრაოს“ ფანტომური კიდური და ამით დააღწიოს თავი დასწავლილი პარალიზების და მასთან ასოცირებული ტკივილისგან. ჯერჯერობით სრულად არ არის შესწავლილი,  რა ცვლილებები ხდება ტვინში და რა განაპირობებს წარმატებულ თერაპიას. ამ მეთოდის ხანგრძლივი ეფექტის დამადასტურებელი მონაცემები მწირია, თუმცა ზოგიერთი პაციენტი ადასტურებს მეთოდის ხანგრძლივ ეფექტურობას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Phantom limb phenomenon, http://www.britannica.com/EBchecked/topic/455097/phantom-limb-syndrome 03/10/2015.

კატეგორია: 
ავტორები: