შეგრძნება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sensation

პროცესი, როცა სენსორული რეცეპტორის გაღიზიანება დასაბამს აძლევს ნერვულ იმპულსებს, რაც სხეულის შიგნით თუ გარეთ არსებული პირობების განცდას, მათ გაცნობიერებას იწვევს. უფრო კონკრეტულად, შეგრძნება ნევროლოგიასა და ფსიქოლოგიაში არის ნებისმიერი კონკრეტული ცნობიერი გამოცდილება, რომელიც კონკრეტული შეგრძნების ორგანოს, სენსორული ნერვის ან თავის ტვინის სენსორული არეს სტიმულაციის შედეგად წარმოიქმნება.

სიტყვა „შეგრძნება“, უფრო ფართო მნიშვენლობით, გამოიყენება ასეთ გამოცდილებათა მთელი კლასის აღსანიშნად. ყოველდღიურ მეტყველებაში ტერმინი საკმაოდ ბუნდოვანია და ხშირად ისეთ კონტექსტში გამოიყენება, რომ გაუგებარი რჩება. მოსაუბრე შეგრძნების პროცესზე მიუთითებს  იმაზე, რისი შეგრძნებაც ხდება (მაგალითად, აშკარად მტკივნეული სტიმული, ზარის ხმა ან ცეცხლის წითელი ალი). ასეთი ორაზროვანმა მნიშვენლობამ დაბნეულობა გამოიწვია: შეგრძნებები წმინდად ფსიქიკური აქტია (და არა — ფიზიკური) თუ არა. მართალია, შეგრძნების პროცესს ზოგიერთი ავტორი წმინდად ფსიქიკურ აქტად მიიჩნევს, ზოგიერთი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ის, რისი შეგრძნებაც ხდება, ჩვეულებრივ, ფსიქიკისგან დამოუკიდებლად არსებული ფიზიკური თვისებაა. მაგალითად, ბალახი მწვანეა იმისგან დამოუკიდებლად, ვინმე აღიქვამს თუ არა მას ასეთად. ბუნდოვანებისთვის თავის ასარიდებლად ინგლისელმა ბერტრანდ რასელმა (Bertrand Russell) შემოგვთავაზა ტერმინი „სენსორული მონაცემი“ იმ ერთეულის აღსანიშნად, რომელიც შეგრძნების უშუალო ობიექტია. სენსორული მონაცემი მიუთითებს იმაზე, რისი შეგრძნებაც ხდება ანუ რაც „შეგრძნებაშია მოცემული“. შესაბამისად, ტერმინი შეგრძნება ე. წ. ფსიქიკურ პროცესს ან აქტივობას აღნიშნავს.

უფრო ემპირიულად ორიენტირებული ფსიქოლოგები და ფიზიოლოგები ამჯობინებენ, რომ ცნება (და არა მონაცემი) შეგრძნება განმარტონ, როგორც ორგანიზმის დისკრიმინატორულ საპასუხო რეაქციასა და ფიზიკური სტიმულის თვისებებს შორის ურთიერთმიმართება. სენსორული ფუნქციების მახასიათებლების დადგენა შესაძლებელია ლაბორატორიაში ცხოველის გაწვრთნით და იმით, რომ ადამიანებს სტიმულის სხვადასხვა ასპექტზე განსხვავებულად რეაგირება ვთხოვოთ. ამ მიდგომის მიხედვით, შეგძნება, უპირატესად, ისე განიხილება, როგორც შეგრძნების პროცესი თანამედროვე ავტომატურ მოწყობილობებში. ავტომატიზირებულ სისტემებში შემგრძნები ელემეტები ანუ სენსორები მათზე აღბეჭდილი ენერგიის გარკვეული ფორმის მახასიათებლებზე (ყოფნა, არყოფნა, ინტენსივობა ან ხარისხი) მიგვითითებენ. ამ სენსორებს გადამწოდებელს უწოდებენ. ისინი შემავალ ენერგიას ელექტრულ ნაკადებად გარდაქმნიან. ეს ნაკადები კი, თავის მხრივ, სიგნალებად შეიძლება იქნენ გამოყენებულნი. ანალოგიურად განისაზღვრება შეგრძნება, როგორც ცოცხალ ორგანიზმებში დიფერენციალური საპასუხო რეაქცია. როცა სტიმული ზემოქმედებს შეგრძნების ორგანოზე და ორგანიზმი შესაბამისად რეაგირებს, ამბობენ, რომ სტიმულის შეგრძნება მოხდა. თუმცაღა, შეგრძნების მენტალისტურ განსაზღვრებას ბევრი მეცნიერი შეგრძნების ფსიქოლოგიისთვის ბაზისურად მიიჩნევს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Sensation, http://www.britannica.com/EBchecked/topic/534675/sensation, 03.04.2015

კატეგორია: 
ავტორები: