ფსიქოლოგები ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროში მუშაობენ და სხვადასხვა სპეციალობის გამოცდილებას ეყრდნობიან. სოციოლოგებისგან განსხვავებით, რომლებსიც ადამიანთა ქცევას ჯგუფებსა და ორგანიზაციებში სწავლობენ, ფსიქოლოგბი, ძირითადად, ინდივიდების ქცევაზე არიან ფოკუსირებული და ფართოდ იყენებენ სხვა მეცნიერებების მიღწევებს.
ფსიქოლოგებს ბევრი საერთო გადაკვეთის წერტილი აქვთ იმ მეცნიერებების წარმომადგენლებთან, რომლებიც ტვინის პროცესებს და ქცევის ბიოქიმიურ საფუძვლებს სწავლობენ. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ფსიქოლოგებს აინტერესებთ, როგორ მუშაობს ფსიქიკა.
ფსიქოლოგები თავიანთი სპეციალიზაციის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, ორგანიზაციული ფსიქოლოგის საქმიანობა ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა თანამშრომელთა შორის ინფორმაციის გაცვლა, მომსახურე პრსონალის სოციალური და კულტურული ადაპტაცია, მართვის სტილი, უნარები და ა.შ. მაშინ, როდესაც ფსიქოლოგ-კონსულტანტის სფეროს პროფესიის არჩევა, სასკოლო პრობლემები, ნარკოტიკების მოხმარება, ოჯახური კონფლიქტი და სხვა წარმოადგენს. კიდევ უფრო განსხვავებულია მაგალითად, კლინიკური ფსიქოლოგის საქმიანობა ფსიქოლოგიური პრობლემების შეფასებას და მკურნალობას მოიცავს, სოციალური ფსიქოლოგები პიროვნებას გარემოს კონტექსტში შეისწავლიან, ხოლო კოგნიტური ფსიქოლოგები ცდილობენ პასუხი გასცენ ისეთ შეკითხვებს, როგორებიცაა ინფორმაციის აღქმის, გადამუშავებისა და ინტერპრეტირებების თავისებურებები.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.