პანიკური აშლილობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Panic Disorder

შფოთვითი აშლილობა, როცა ინდივიდი განიცდის მოულოდნელ მწვავე პანიკის შეტევებს, რაც ინტენსიური დაძაბულობის, შიშის ან საშინელების შეგრძნებით იწყება. ბევრ შემთხვევაში პანიკის შეტევებს თან ახლავს მჭიდროდ დაკავშირებული აშლილობა აგორაფობია.

კლინიკური აღწერა

პანიკური აშლილობა პანიკის განმეორებითი მოულოდნელი შეტევებია. პანიკის შეტევაინტენსიური შიშის ან დისკომფორტის მკვეთრი მომატებაა, რომელიც რამდენიმე წუთში აღწევს პიკს და ამ დროს ზემოთ ჩამოთვლილი 13 ფიზიკური და კოგნიტური სიმპტომიდან ოთხი ან მეტი აღენიშნება ადამიანს. „განმეორებითი“ ნიშნავს, რომ ასეთი შეტევა ერთ ჯერზე მეტად ხდება. „მოულოდნელი“ გულისხმობს, რომ პანიკის შეტევაზე არაფერი მიანიშნებს ან აღძრავს ანუ შეტევა უბრალოდ იწყება, მგალითად, როცა ადამიანი ისვენებს ან იღვიძებს. ამის საპირისპიროდ, მოსალოდნელი პანიკის შეტევების შემთხვევაში სახეზე თვალსაჩინო მანიშნებელი ან აღმძვრელი, როგორიცაა სიტუაცია, რომელშიც, ჩვეულებრივ, პანიკა ეწყება ადამიანს.

პანიკის შეტევის სიხშირე და სიმძიმე მნიშვნელოვნად მონაცვლეობს. სიხშირე შეიძლება იყოს ზომიერი (კვირაში ერთ) და თვეების მანძილზე გრძელდებოდეს ან შედარებით ხშირი შეტევების ხანმოკლე შეტევები (ყოველ დღე) და შუალედში რამდენიმე კვირა ან თვე იყოს ყოველგვარი შეტევის გარეშე, ანდა შედარებით ნაკლები სიხშირის (თვეში ორჯერ) მრავალი წლის განმავლობაში. რაც შეეხება სიმძიმეს, პანიკური აშლილობა შეიძლება სრული სიმპტომებით (ოთხი ან მეტი) მიმდინარეობდეს ან შეზღუდული რაოდენობის (ოთხზე ნაკლები) სიმპტომებით. როგორც წესი, პანიკის შეტევის სიმტომების რაოდენობა და ტიპი ხშირად განსხვავებულია სხვადასხვა შეტევის დროს. თუმცა, პანიკური აშლილობის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია, რომ სახეზე იყოს ერთზე მეტი მოულოდნელი სრული სიმტომებით მიმდინარე პანიკის შეტევა.

პანიკის შეტევის ან მისი შედეგების შესახებ ნერვიულობა, როგორც წესი, ეხება (ა) ფიზიკურ საფიქრალებს, როგორიცაა წუხილი იმის გამო, რომ პანიკის შეტევა ცხოვრებისთვის საშიში დაავადებების არსებობის მანიშნებელია (მაგალითად, გულის დაავადების, გულყრების); (ბ) სოციალურ საკითხებს, როგორებიცაა შერცხვენა ან შიში იმის გამო, რომ პანიკის თვალსაჩინო სიმპტომების გამო, სხვები უარყოფითად შეაფასებენ და (გ) ფსიქიკური ფუნქციონირების შესახებ, როგორიცაა „გაგიჟება“ ან კონტროლის დაკარგვა. ქცევის არაადაპტური ცვლილებებით ინდივიდი ცდილობს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ან თავი აარიდოს პანიკის შეტევებს ან მის შედეგებს. მაგალითად, არ ვარჯიშობს, დღის განრიგს ისე ცვლის, რომ, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება მალევე გაუწიონ, ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობებს და თავს არიდებს აგორაფობიის ტიპის სიტუაციებს, როგორებიცაა სახლიდან გახვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ან საყიდლებზე სიარული. თუ აგორაფობიაც სახეზეა, მაშინ პანიკურ აშლილობასთან ერთად აგორაფობიის დიაგნოზსაც სვამენ.

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

  1. პანიკის განმეორებითი მოულოდნელი შეტევები. პანიკის შეტევა ინტენსიური შიშის ან დისკომფორტის უეცარი შემოტევაა, რომელიც რამდენიმე წუთში აღწევს პიკს და რომლის დროსაც ქვემოთ ჩამოთვლილიდან ოთხი (ან მეტი) სიმტომი იჩენს თავს:
  1. გამალებული გულისცემა ან მომატებული პულსი;
  2. ოფლიანობა;
  3. კანკალი ან ძაგძაგი;
  4. სუნთქვის შეუძლებლობის ან მოხუთვის შეგრძნებები;
  5. დახრჩობის განცდა;
  6. მკერდისტკივილიან დისკომფორტი;
  7. გულისრევის შეგრძნება ან მუცლის არეულობა;
  8. თავბრუსხვევა, სიმყარის განცდის უქონლობა, თითქოს მიწა ეცლება ფეხქვეშ, გულის წასვლის ან გონების დაკარგვის შეგრძნება;
  9. სიცივის ან სიცხის შეგრძნებები;
  10. პარესთეზია (გაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებები);
  11. რედეალიზაცია (არარეალურობის განცდა) ან დეპერსონალიზაცია (საკუთარი თავისგან გარიყულად, განცხალკევებულად თავის განცდა);
  12. კონტროლის დაკარგვის ან „გაგიჟების“ შიში;
  13. გარდაცვალების შიში.
  1. სულ მცირე, ერთ-ერთ შეტევას 1 (ან მეტი) თვის განმავლობაში უნდა მოჰყვებოდეს ერთი ან ორივე ქვემოთ აღწერილი:
  1. მდგრადი წუხილი ან ნერვიულობა პანიკის შემდგომი შეტევების ან მათი შედეგების (მაგალითად, კონტროლის დაკარგვის, გულის შეტევის, „გაგიჟების“) გამო;
  2. შეტევებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი არაადაპტური ცვლილებები ქცევაში (მაგალითად, ქცევები, რომლებსაც ინდივიდი პანიკის შეტევის თავიდან ასაცილებლად მიმართავს, როგორიცაა ვარჯიშისთვის ან უცნობი სიტუაციებისთვის თავის არიდება).
  1. დარღვევა ვერ მიეწერება ნივთიერების (მაგალითად, ნარკოტიკების, მედიკამენტების) ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის (მაგალითად, ჰიპერთიროიდიზმის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების) ფიზიოლოგიურ ეფექტებს.
  2. აშლილობა უკეთ არ აიხსნება სხვა ფსიქიკური აშლილობით (მაგალითად, სპეციფიკური ფობიით, ობსესიურ-კომპულსური აშლილობით და ა.შ.).

განვითარება, მიმდინარეობადა გავრცელება

პანიკური აშლილობის დაწყების მედიანური ასაკი 20-24 წელია. მცირე რაოდენობის შემთხვევებში ბავშვობაშიც შეიძლება დაიწყოს და, როგორც წესი, არ იწყება 45 წლის შემდეგ. თუ არ უმკურნალებენ, ჩვეულებრივი მიმდინარეობა ქრონიკულია, მაგრამ პერიოდულად მეტად და ნაკლებად არის გამოკვეთლი. ზოგი ინდივიდი წლების განმვლობაში შეიძლება იმყოფებოდეს რემისიის მდგოამრეობაში, ზოგთან კი უწყვეტი მძიმე სიმტომპატიკით მიმდინარეობეს. მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებს აქვთ სრული რემისია, შემდგომი ჩავარდნების გარეშე. პანიკური აშლილობის მიმდინარეობას, ჩვეულებრივ, სხვა აშლილობები ართულებენ,კერძოდ, სხვა შფოთვითი აშლილობა, დეპრესიული აშლილობები და ნივთიერებებზე დამოკიდებულების აშლილობები.

პანიკური აშლილობა საკმაოდ გავრცელებულია. მოსახლეობის დაახლოებით 2.7% აკმაყოფილებს პანიკური აშლილობის კრიტერიუმებს მოცემულ ერთწლიან პერიოდში, 4.7% კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხვდება ამ კატეგორიაში.

მიზეზები

პანიკური აშლილობის გაგება შეუძლებელი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედების განხილვის გარეშე, რომლებიც აშლილობის ინტეგრაციული მოდელის მდგენელებს წარმოადგენენ. ინტეგრაციული მოდელის (იხ. სურათი) მიხედვით, ყველა ჩვენგანი მეტ-ნაკლებად მოწყვლადია სტრესისამი. ეს არის ყოველდღიურ ცხოვრებისეული მოვლენებზე ჭარბად რეაგირების ზოგადი ნეირობიოლოგიური ტენდენცია (გენერალიზებული ბიოლოგიური მოწყვლადობა). თუმცა, ზოგიერთი ადამიანისგან სხვებზე მეტად არის მოსალოდნელი, რომ სტრესის გამომწვევ მოვლენებთან შეჯახებისას განგაშის რეაქცია ექნებათ. ასეთი მოვლენა შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, სამსახურში ან სკოლაში მიღებული სტრესი, განქორწინება ან ისეთი დადებითი მოვლენები, რომლებიც არანაკლებ სტრესულია, მაგალითად, ახალი კარიერის დაწყება, დაქორწინება, სამსახურის შეცვლა. ინდივიდის გონებაში კონკრეტული სიტუაციები სწრაფად ასოცირდება გარეგან და შინაგან მიმნიშნებლებზე, რომლებიც პანიკური შეტევის დროს გვაქვს.

შემდეგ ჯერზე, როცა ინდივიდს ვარჯიშის დროს გულის ცემა აუჩქარდება, მან შეიძლება დაუშვას, რომ პანიკის შეტევა აქვს (განპირობება). ასეთი უწყინარი ვარჯიში შინაგანი მანიშნებლის ანუ პანიკური შეტევის განპირობებული სტიმულის მაგალითია. თუ პანიკის შეტევა პირველად კინოში დაემართა ადამიანს, კინოთეატრი გარეგანი მანიშნებელი იქნება, რომელიც, შესაძლოა, მომავალი პანიკის განპირობებულ სტიმულად იქცეს. ვინაიდან ეს მანიშნებლები, დასწავლის პროცესით, სხვადასხვა შინაგან და გარეგან სტიმულებთან ასოცირდება, მათ დასწავლილ განგაშს უწოდებენ.

თუმცა, შემდეგი ნაბიჯის გარეშე აღწერილი მოვლენები არასაკმარისი პანიკური აშლილობის ფორმირებისთვის. ზოგიერთი ადამიანი ბავშვობში დაისწავლის, რომ მოულოდნელი სხეულებრივი შეგრძნებები სახიფათო შეიძლება იყოს. იმის რწმენა, რომ მოულოდნელი სხეულებრივი შეგრძნებები სახიფათოა, პანიკური და მასთან დაკავშირებული აშლილობების განვითარებისადმი სპეციფიკურ ფსიქოლოგიურ მოწყვლადობას ასახავს.

დევიდ კლარკის გავლენიანი კოგნიტური თეორია უფრო დეტალურად აღწერს პანიკური აშლილობის დროს მიმდინარე ზოგიერთ კოგნიტურ პროცესს. იგი ხაზს უსვამს ამ აშლილობის მქონე ადამიანების სპეციფიკურ ფსიქოლოგიურ მოწვყლადობას, რაც ნორმალური ფიზიკური შეგრძნებების კატარსტროფულად ინტერპრეტირებაში აისახება. სხვა სიტყვებით, მართალია, ვარჯიშის შემდეგ ყველას გვიჩქარდება გული, მხოლოდ ფსიქოლოგიური ანუ კოგნიტური მოწყვლადობის მქონე ადამიანები აღიქვამენ ამ რეაქციას სახიფათოდ და შფოთვის შემოტევას განიცდიან. ეს შფოთვა, თავის მხრივ, სიმპათიკური ნერვული სისტემის მოქმედების შედეგად, კიდევ მეტ ფიზიკურ შეგრძნებებს ბადებს. ამ დამატებით შეგრძნებებს ინდივიდი კიდევ უფრო სახიფათოდ მიიჩნევს. ასე იკვრება ჩაკეტილი წრე, რაც პანიკის შეტევით სრულდება. ამგვარად, კლარკის მიხედვით, კოგნიტური პროცესი ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პანიკური აშლილობის ფორმირებაში.

ფსიქოდინამიკური ჰიპოთეზის მიხედვით, ადრეული დანაკარგის და/ან დაშორების შიშის შედეგად ინდივიდს, შესაძლოა, წინასწარ მზაობა უყალიბდებოდეს, რომელიც მოზრდილ ასაკში პანიკური აშლილობისა და აგორაფობის განვითარების საფუძველი ხდება. 

 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.

Barlow, D., H., and Durand, V. M. (2014). Abnormal Psychology: An Integrative Approach, 7th ed. Cengage Learning.

კატეგორია: 
ავტორები: