კოგნიტური პროცესები წარმოადგენს უმაღლეს ფსიქიკურ პროცესებს, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ობიექტური სინამდვილის ფსიქიკაში ასახვა, კერძოდ, ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, ცოდნად გარდაქმნა და გამოყენება. ეს პროცესებია: შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, ენა და მეტყველება, აზროვნება და პრობლემის გადაწყვეტა. ხშირად მათ შემეცნებით პროცესებსაც უწოდებენ. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ხშირად განასხვავებენ კოგნიტური პროცესების 2 დონეს: სენსორულ-პერცეპტული და საკუთრივ კოგნიტური. სენსორულ-პერცეპტულ დონეში ერთიანდება შეგრძნება, აღქმა და ყურადღება, ხოლო კოგნიტურში - მეხსიერება, მეტყველება და აზროვნება. თუმცა კოგნიტური პროცესების ამგვარი დაყოფა ძალიან ხელოვნურად მიიჩნევა, რადგან რეალურად ამ პროცესების ურთიერთმოქმედება ძალიან რთულ და მრავალფეროვან სქემას ექვემდებარება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Solso, R. L. (2001). Cognitive psychology (6 th ed.). Boston: Allyn and Bacon.
გერიგი. რ & ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თბილისი, თსუ.