სიმპათიკური სისტემა

Sympathetic Division

ავტონომიური ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც საგანგაშო სიტუაციაში ენერგიის მობილიზებას ახდენს. ის არეგულირებს ორგანიზმის რეაქციებს დაძაბულ სიტუაციებში, მუშაობს ადგილობრივი ცვლილებების წარმოქმნასა (როგორიცაა, მაგალთად მომატებულ ტემპერატურაზე ოფლის გამოყოფით რეაგირება) და გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეფლექსურ რეაქციებზე. თუმცა, სტრესის პირობებში მთლიანი სიმპათიკური ნერვული სისტემა აქტივირდება და მყისიერ, ფართოდ გავრცელებად რეაქციას იძლევა, რომელსაც გაქცევის ან შებრძოლების რეაქციას უწოდებენ.

სიმპათიკური ნერვული სისტემა შინაგან ორგანოებს ტვინთან აკავშირებს სპინალური ნერვებით. ამ ნერვების აქტივაცია ორგანიზმს რეაგირებისთვის ამზადებს. სიმპათიკური სისტემა შეიძლება, განვიხილოთ როგორც დაძაბული მდგომარეობების მომგვარებელი. ის საფრთხის ან სტრესის დროს ტვინს „ბრძოლისათვის“ ამზადებს: საჭმლის მონელება წყდება, სისხლი შიდა ორგანოებიდან კუნთებისკენ ნაწილდება, ჟანგბადის მოწოდება ძლიერდება და გულისცემის სიხშირე მატულობს. მხოლოდ საფრთხის გავლის შემდეგ ასრულებს სიმპათიკური სისტემა მოქმედებას და საქმეში ერთვება პარასიმპათიკური სისტემა.

სიმათიკური ნერვული სისტემა ნერვული სისტემის ყველაზე მნიშვენლოვანი ნაწილია, რომელიც სხეულის ტემპერატურას აკონტროლებს. თუ კლიმატი, ზოგადად, ცივია, სიმპათიკური სისტემა კონკრეტული ცხიმოვანი უჯრედების კონტროლით თავად წარმოქმნის სითბოს. ამ უჯრედებიდან გამონთავისუფლდება ცხიმმჟავები და მათი ქიმიური დაშლის შედეგად სითბო წარმოიქმნება. გარდა ამისა, სიმპათიკური ნერვული სისტემა, საჭიროების შემთხვევაში, ააქტიურებს გულის სიმპათიკურ ნერვებს თირკმელზედა ჯირკვლებში ეპინეფრინისა და ნორეპინეფრინის სეკრეციის სტიმულირებით.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: