დიდი ტვინი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cerebrum

თავის ტვინის უდიდესი ნაწილი. მასში თითქმის ყველა მოდალობის ინფორმაცია იყრის თავს. დიდი ტვინის ნაწილი პასუხისმგებელია სენსორული, ხოლო ნაწილი - მოტორული ინფორმაციის გადამუშავებაზე. მთლიანობაში დიდი ტვინი უზრუნველყოფს კოგნიტური პროცესებისა და ემოციების განხორციელებასა და რეგულაციას.

დიდი ტვინი თავის ტვინის გასწვრივი ნაპრალით (fissura longitudinalis cerebri) იყოფა ორ დიდ ნახევარსფეროდ, მარჯვენა და მარცხენა, რომლებიც ძირითადად კორძიანი სხეულით უკავშირდებიან ერთმანეთს. თითოეული ჰემისფეროს გარეთა ზედაპირი, თავის ტვინის ქერქი (რუხი ნივთიერება),  რამდენიმე შრედ განლაგებული ნერვული უჯრედების სხეულებისგან შედგება. თავის ტვინის ქერქი დაფარულია ღრმა ღარებით (sulci cerebri), რომლებიც ერთმანეთისგან თავის ტვინის ხვეულებს (gyri cerebri) გამოყოფენ.

თითოეული ჰემისფერო ღარებითა და ნაპრალებით იყოფა წილებად (შუბლის, საფეთქლის, თხემის, კეფის) და კუნძულად (insula).

დიდი ტვინი შედგება ქერქის, ქერქქვეშა სტრუქტურებისა და გამტარი გზებისგან. ქერქქვეშა სტრუქტურები ბაზალური განგლიების სახითაა წარმოდგენილი, ხოლო თეთრი ნივთიერება უზრუნველყოფს ქერქსა და ქერქქვეშა სტრუქტურებს შორის კავშირს.

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 791;

მეტრეველი, ლ. (2007) ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლები; თბილისი; გვ. 48-53.

კატეგორია: 
ავტორები: