თხემის წილი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Pariental Lobe

ტვინის უბანი შუბლის წილის უკან და ლატერალური ნაპრალის ზემოთ. შეიცავს სომატოსენსორულ ქერქს. მოთავსებულია უშუალოდ ცენტრალური ღარის უკან. აკონტროლებს ისეთ შეგრძნებებს, როგორიცააშეხება, ტკივილი და ტემპერატურა.

თხემის წილი სამი ნაწილისგან შედგება: (1) პოსტცენტრალური ხვეული, (2) ძირითადი პარიენტალური პატარა ხვეული და (3) მცირე პარიენტალური პატარა ხვეული. პოსტცენტრალური ღარი სენსორულ ინფორმაციას სხეულის კონტრალატერალური ნახევრიდან (საპირისპირო ნახევრიდან) იღებს. ძირითადი პარიენტალური პატარა ხვეული განლაგებულია პოსტცენტრალური ხვეულის ქვემოთ, უკან და ინტრაპარიენტალური ხვეულის ზემოთ. მას ასოციაციურ ქერქსაც უწოდებენ, რომელიც არც სენსორულ გადამუშავებაშია ჩართული და არც — მოტორულში მიუხედავად იმისა, რომ ძირითად პარიენტალურ ხვეულს, შესაძლოა, ეხებოდეს მოტორული ფუნქცია. მცირე პარიენტალური პატარა ხვეული კორტიკალური რეგიონია, რომელიც მრავალი სხვადასხვაგვარი სენსორული სიგნალის ინტეგრაციაში მონაწილეობს.

ადამიანთა უმრავლესობაში მარცხენა თხემის წილის კონტროლს ექვემნდებარება ზეპირი და წერილობით მეტყველებისა და არითმეტიკული ოპერაციების გაგება, მარჯვენა-მარცხენის განსხვავების ინტერპრეტაცია, სხეულის ნაწილების გარჩევა და იმის განსაზღვრა, როგორ უნდა შესრულდეს აზრიანი მოტორული მოქმედებები. ამ წილის დაზიანება აპრაქსიის (მიზანმიმართული მოქმედებების განხორიელების უუნარობის) სხვადასხვა ფორმის განვითარებას იწვევს.

მარჯვენა თხემის წილი ვიზუალურ-სივრცით ორიენტაციაზე აგებს პასუხს და ამისი დაზიანება, როგორც წესი, ისეთ დეფიციტებს იწვევს, როგორებიცაა ჩაცმის აპრაქსია (ტანსაცმლის ჩაცმის უუნარობა), კონსტრუქციური აპრაქსია (ორ- ან სამგანზომილებიანი ფორმების შექმნის ან ასლის გაკეთების გაძნელება) და სენსორული შეჯიბრი ან სენსორული ჩაქრობა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ არჩევს სხეულის სხვადასხვა მხარეს ერთდროულად წარდგენილ ორ სტიმულს, რისი ჩვენებაც ყველაზე ადვილია შეხებისა და მხედველობის შეგრძნებების მაგალითზე.

თხემის თითოეული წილი, ასევე, ჩართულია ე. წ. კონტიკალურ ანუ ქერქულ შეგრძნებაში ანუ დისკრიმინაციულ შეხებაში, სხეულის მეორე მხრიდან მომდინარე შეხების შეგრძნების ანალიზსა და ინტერპრეტაციაში. თხემის წილის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს აგნოზიის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც შეგრძნების არსებობის პირობებში ვერ ხერხდება მისი ინტერპრეტაცია ან მნიშვნელობის წვდომა. თხემის წილის გაზიღანებას ტაქტილურ (შეხების) ჰალუცინაციებამდეც ანუ სხეულის მეორე მხარეს შეხების ყალბ/ცრუ აღქმამდე მივყავართ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Lobes of the Cerebral Cortex, http://www.britannica.com/science/human-nervous-system/Lobes-of-the-cerebral-cortex#ref605669 (13.08.2015)

Nervous system disease, http://www.britannica.com/science/human-nervous-system-disease/Cerebral-hemispheres#ref753950 (13.08.2015).

კატეგორია: 
ავტორები: