ასოციაციური ქერქი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Association Cortex

თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განხორციელებაზე. უნიმოდალურ ასოციაციურ ქერქში, ძირითადად, ხდება კონკრეტული მოდალობის სენსორული ან მოტორული გადამუშავება. უნიმოდალური ასოციაციური ქერქი, ძირითადად, განლაგებულია პირველადი მოტორული ან სენსორული ველის მიმდებარედ; მაგალითად, უნიმოდალური ვიზუალური ასოციაციური ქერქი მდებარეობს პირველადი ვიზუალური ქერქის მიმდებარედ, ხოლო უნიმოდალური მოტორული ასოციაციური ქერქი (პრემოტორული ქერქი და დამატებითი მოტორული არე) პირველადი მოტორული ქერქის მიმდებარედ. ჰეტერომოდალური ასოციაციური ქერქი ემსახურება სხვადასხვა სენსორული და/ან მოტორული მოდალობებიდან მიღებული ინფორმაციის. ინტეგრაციას ზოგიერთ წყაროში ასოციაციურ ქერქად მოიხსენიებენ თავის ტვინის ქერქის ნებისმიერ უბანს, რომელიც არ არის დაკავშირებული პირველად და მეორეულ სენსორულ ან მოტორულ ფუნქციებთან.

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 788;

Blumenfeld, H. (2010). Neuroanatomy through Clinical Cases; pp. 42-43;

Colman, A. M. (2006) Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 59.

კატეგორია: 
ავტორები: