ფსიქოლოგიის დოქტორი, ქცევის ანალიტიკოსების სასერტიფიკატო საბჭოს სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი (BCBA), კლინიკური ნეიროფსიქოლოგი. 2009-2012 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2012 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით. არის 14 სამეცნიერო სტატიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.