შუბლის წილი

Frontal Lobe

დიდი ტვინის უბანი, წილებს შორის ყველაზე დიდი წილი, რომელიც გვერდითი ნაპრალის ზემოთ და ცენტრალური ღარის წინაა მოთავსებული. მონაწილეობს მოტორულ კონტროლსა და კოგნიტურ ქმედებებში.

შუბლის წილი ყველაზე მოშორებულია უბანია შემავალი სენსორული სტიმულაციისგან და მისი ფუნქციები ყველაზე რთულად მოსახელთებელია. ეს არის აღმასრულებელი უბანი, რომელიც ტვინის იმ სისტემების მოქმედებას წარმართავს და აკნტროლებს, რომლებიც კოგნიტურ ფუნქციონირებას უკავშირდება, როგორიცაა მაგალითად, დაგეგმვა, გადაწყვეტილების მიღება და მიზნების დასახვა.

შუბლის წილის დაზიანება ადამიანის ინდივიდუალურობის შეცვლას იწვევს. 

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Structure of the brain, http://www.britannica.com/EBchecked/topic/409709/human-nervous-system/75656/Executive-functions-of-the-frontal-lobes#ref942296 3/7/2015

კატეგორია: 
ავტორები: