სომატოსენსორული ქერქი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Somatosensory Cortex

თხემის წილის ნაწილი, სადაც სხეულის სხვადასხვა უბნიდან მიღებული სენსორული ინფორმაცია მუშავდება. სომატოსენსორული ქერქი უშუალოდ ცენტრალური ღარის უკან არის მოთავსებული მარცხენა და მარჯვენა თხემის წილებში. ტვინის ამ უბანში გადამუშავდება ინფორმაცია ტემპერატურის, შეხების, სხეულის პოზისა და ტკივილის შესახებ. მოტორული ქერქის მსგავსად, სენსორული ქერქის ზედა ნაწილი სხეულის ქვედა ნაწილს უკავშირდება, ხოლო ქვედა ნაწილი დაკავშირებულია ზედასთან. სენსორული ქერქის დიდი ნაწილი უკავშირდება ტუჩებს, ენას, ცერა და საჩვენებელ თითებს ანუ სხეულის ყველა იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან სენსორულ ინფორმაციას ატარებენ ცენტრისკენ (იხ. სურათი). ასევე, მოტორული ქერქის მსგავსად, სომატოსენსორული ქერქის მარჯვენა ნაწილი დაკავშირებულია სხეულის მარცხენა მხარესთან, ხოლო მარცხენა მხარე — მარჯვენა ნაწილთან.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: