თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ნაწილი, რომელიც აერთიანებს პირველად მოტორულ ქერქს, პრემოტორულ ქერქს, დამატებით მოტორულ არესა და თვალის არეს. პირველადი მოტორული ქერქი მდებარეობს შუბლის წილში დორსალურ პრეცენტრალურ ხვეულში უშუალოდ ცენტრალური ღარის, სომატოსენსორული ქერქის პირდაპირ; თითოეული ჰემისფეროს პირველად მოტორულ ქერქში მოცემულია სხეულის საწინააღმდეგო მხარის რეპრეზენტაცია. პრემოტორული ქერქი, განლაგებული პირველადი მოტორული ქერქის პირდაპ, 6-ჯერ უფრო დიდ ფართობს იკავებს და პასუხისმგებელია სხეულის პოზის კოორდინაციასა და ვიზუალურ ან ტაქტილურ უკუკავშირზე დამოკიდებული მოძრაოებების განხორციელებაზე. დამატებითი მოტორული არე, განლაგებული შუბლის წილში პრემოტორული არეს პირდაპირ, პასუხისმგებელია წინასწარ დაგეგმილი მოქმედებების განხორციელებაზე. თვალის არე აკონტროლებს თვალების საკადურ მოძრაობას. მთლიანობაში, მოტორული ქერქი ახდენს ნებისმიერი მოტორული მოქმედებების დაგეგმვას, განხორციელებასა და კონტროლს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.