კორძიანი სხეული

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Corpus Callosum

კორძიანი სხეული (სურ. N1) ნერვული ბოჭკოების ერთობლიობაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დიდი ტვინის ორ ჰემისფეროს. ის მათ შორის ძირითადი გამტარი გზები და ძლიერი დამაკავშირებელი შესართავია. კორძიანი სხეულის ნეირონები მიელინის გარსით არის დაფარული, რაც ხელს უწყობს ჰემისფეროთა შორის ელექტრული იმპულსებს სწრაფად გადაცემას. კორძიანი სხეულის სიგრძე 7-9 სმ-ია და დაახლოებით 200 მილიონი ბოჭკოსგან შედგება. მისი წინა ნაწილებია ნისკარტი, მუხლი (შუბლის წილების შემაკავშირებელი ბოჭკოები), წვერი (შუბლის, საფეთქლისა და თხელი წილების შემაკავშირებელი ბოჭკოები) და მორგვი (კეფის წილების შემაკავშირებელი ბოჭკოები). კორძიანი სხეულის ფუნქციის საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია მხედველობითი ინფორმაციის ნერვული გზა (სურ. N2), რომელიც თითოეული თვალის შუა ზედაპირიდან იწყება, ჯვარედინად გადადის ტვინის ერთი მხრიდან მეორეზე კორძიანი სხეულით. მხედველობითი ინფორმაცია თვალის გარე უბნიდან არ ჯვარედინდება. კორძიანი სხეულის გადაჭრა ხელს უშლის მხედველობის მარცხენა ველში წარმოდგენილი ინფორმაციის გადაცემას მარჯვენა ჰემისფეროში, ხოლო მხედველობის მარცხენა ველში წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ აღწევს მარცხენა ჰემისფეროს.

კორძიანი სხეული მნიშვნელოვან როლს ასრულებს თითოეული ჰემისფეროსთვის სპეციფიკური ფუნქციების გაგებასა და ახსნაში. მაგალითად, ეპილეფსიის მქონე იმ ადამიანთა შესწავლამ, რომელთაც დაზიანებული ჰქონდათ კორძიანი სხეული და ნახევარსფეროები, უმეტესწილად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებდნენ, აჩვენა, რომ მარჯვენა ჰემისფერო მეტად არის ჩართული მეტყველების პროცესში (რომელიც, ძირითადად, მარცხენა ჰემისფეროშია ლოკალიზებული), ვიდრე მანამდე ეგონათ. მისი გადაჭრა აზიანებს ჰემისფეროთა შორის კომუნიკაციას. კორძიანი სხეულის გადაჭრისას ვითარდება ე. წ. გაყოფილი ტვინის სინდრომი, როდესაც პაციენტს არ შეუძლია დახუჭული თვალებით მარცხენა ხელში დაჭერილი ნივთის დასახელება, მარცხენა ხელით პანტომიმური ჟესტების შესრულება და ა. შ. უფრო კონკრეტულად, თვალისა და ხელის კოორდინაცია ნორმალურია, თუ „გაყოფილი ტვინის“ მქონე პაციენტი მარცხენა ხელს იმ ობიექტის საპოვნელად იყენებს, რომელიც მის მარცხენა მხედველობით ველშია მოქცეული, რადგან ორივე პროცესის განხორციელებას მარჯვენა ჰემისფერო აკონტროლებს, მაგრამ როდესაც მას მარცხენა მხედველობით ველში მოთავსებული საგნის ასაღებად მარჯვენა ხელის გამოყენებას სთხოვენ, მას ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგანაც სენსორული ინფორმაცია მარჯვენა ხელიდან მარცხენა ჰემისფერომდე ვეღარ აღწევს, გადაჭრილი კავშირის გამო. 

    

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

გაგოშიძე, თ. ნეიროფსიქოლოგიია. დიდი ტვინი 

https://docs.google.com/viewer?a=v&pid=sites&srcid=ZG

VmYXVsdGRvbWFpbnxwc3lnZTIwMTF8Z3g6MTMyNWYyMzAwMDFkMzJhNQ (3.08.201)

Corpus Callosum http://www.britannica.com/EBchecked/topic/138476/corpus-callosum

Gazzaniga, M. S. (1967). The split brain in man. Scientific American, 217 (2), 24-29

კატეგორია: 
ავტორები: