ბიჰევიორიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Behaviorism

ფსიქოლოგიური სკოლა, რომელსაც სათავე 1913 წელს ჯონ ბ. უოტსონმა (John B. Watson, 1878 -1958) ჩაუყარა. მოცემული სკოლა ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, შესწავლის საგნად ქცევას ასახელებს და მიზნად ქცევის წინასწარმეტყველებასა და კონტროლს ისახავს. უოტსონის კვლევებს ეხმიანებოდა ი. პავლოვის შრომა კლასიკურ განპირობებაზე, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ბიჰევიორიზმი, როგორც მეცნიერული მიდგომა.

ბიჰევიორიზმის თანახმად, თითქმის ყველა ქცევა დასწავლილია; დასწავლა ხორციელდება განპირობების გზით, სტიმულსა და რეაქციას შორის კავშირის ფორმირებით. ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ბ.ფ. სკინერი (B. F. Skinner, 1904 - 1990), რომელსაც ეკუთვნის ოპერანტული განპირობების კონცეფცია. სკინერს ნეობიჰევიორიზმის წარმომადგენლად განიხილავენ.

არსებობს ბიჰევიორიზმის რამდენიმე ფორმა: მეთოდოლოგიური ბიჰევიორიზმი, რადიკალური ბიჰევიორიზმი, ექსპერიმენტული ბიჰევიორიზმი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

Colman, A. M. (2006) Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 85

კატეგორია: 
ავტორები: