ძალთა წონასწორობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Balanced Forces

ერთ–ერთი უძველესი და უმთავრესი კონცეფცია საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში. იგი მჭიდროდ უკავშირდება პოლიტიკურ რეალიზმს და გამომდინარეობს საერთაშორისო სისტემის ანარქიული სტრუქტურიდან. ამ კონცეფციის მიხედვით, იმის გამო, რომ საერთაშორისო სისტემა ანარქიულია, თითოეული სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა ბრძოლა თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრებისათვის. ამის აუცილებელი პირობა კი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობაა. თავიანთი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სახელმწიფოები, ჩვეულებრივ, ერთად მოქმედებენ ხოლმე, რათა დაუპირისპირდნენ იმ სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა ჯგუფს), რომელიც საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. ამგვარად, საერთაშორისო სისტემა დაყოფილია სახელმწიფოთა რამდენიმე ჯგუფად, რომლებიც დაახლოებით თანაბარი ძალისანი არიან და მათ შორის არსებული ძალთა ბალანსი (წონასწორობა) არის მშვიდობისა და წესრიგის მთავარი გარანტია საერთაშორისო სისტემაში, ამ სისტემის მდგრადობის ძირითადი პირობა. ხელსაყრელ შემთხვევაში სახელმწიფოები თავიანთი სურვილით აყალიბებენ კავშირს, რომელიც იცავს თითოეული მათგანის ეროვნულ ინტერესებს, ამასთან, არ არის მათი უფლებების შემლახველი. სხვა შემთხვევაში სახელმწიფო თავისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იძულებულია მიეტმასნოს დომინანტ სახელმწიფოს (იხ. მიტმასნა), რაც ხშირად ეროვნული ინტერესების ნაწილის დათმობას იწვევს. საერთაშორისო საზოგადოებაში ძ. წ. სახელმწიფოებსა და სახელმწიფოთა ჯგუფებს შორის ურთიერთობათა მთავარი რეგულატორია, რომელიც განსაზღვრავს ამ ურთიერთობათა ხასიათს. ევროპაში ძ. წ–ის კლასიკური მაგალითებია 1648-1789 წლები (ვესტფალიის ზავის პირობები) და პერიოდი 1815 წლიდან XIX ს–ის ბოლომდე (ვენის კონგრესის შედეგები). ძ. წ–ისათვის ბრძოლა XX ს–ის საერთაშორისო სამართალშიც იჩენს თავს – იქმნება ნორმები, რომლებიც საშუალებას არ აძლევდნენ არც ერთ დიდ სახელმწიფოს ან ბლოკს, იურიდიულად მოეპოვებინათ უპირატესობა სხვა სახელმწიფოს ან ბლოკის მიმართ. ამ საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა გაერომ და მისმა უშიშროების საბჭომ, რომელშიც მოქმედებს ერთხმივობის პრინციპი, ასევე ნატომ და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციამ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: