საერთაშორისო საზოგადოება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
International Society

პირველად ეს ტერმინი გვხვდება საერთაშორისო სამართლის მეცნიერების მამამთავრის, XVII ს-ის ჰოლანდიელი იურისტის ჰუგო გროციუსის შრომაში „ომისა და მშვიდობის სამართალი“ (1625), სადაც მითითებულია, რომ „სახელმწიფოთა დიდი საზოგადოება“ ის ძირითადი საფუძველია, რომელზეც საერთაშორისო სამართლის, წესრიგისა და თანამშრომლობის შენობა უნდა აიგოს. კამათი ს.ს-ის რაობასა და, საერთოდ, მისი არსებობა-არარსებობის შესახებ დღემდე გრძელდება. ბევრს საეჭვოდ მიაჩნია ასეთი საზოგადოების საერთაშორისო მასშტაბით არსებობა ამიტომ მკვლევართა უმრავლესობა ამჯობინებს გამოიყენოს უფრო ნეიტრალური ცნების გამომხატველი ტერმინი - „სახელმწფოთა საერთაშორისო სისტემა“, რომელშიც იგულისხმება საერთაშორისო ურთიერთობათა მონაწილეებისა და მათ შორის ურთიერთდამოკიდებულების გარკვეული მოდელი სპეციფიკურ (საერთაშორისო) გარემოში, მაგრამ არ არის ურთიერთდამოკიდებულების ის დონე და ხარისხი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მას საზოგადოება ეწოდოს. მიუხედავად ამისა, მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს იმ თვალსაზრისს, რომ ს.ს-ის არსებობა უკვე ფაქტია და მიმდინარეობს საერთაშორისო ურთიერთობათა ს.ს-ად გარდაქმნის პროცესი. ს.ს-ის იდეის მხარდამჭერები განსაკუთრებით ბევრია საერთაშორისო ურთიერთობათა ინგლისური სკოლის წარმომადგენლებს შორის. მათი აზრით, თვით საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ძირითადი ობიექტი არის საზოგადოებრივი წესრიგის პირობების შესწავლა ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში. ამ სკოლის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ჰ. ბული წერს, რომ „სახელმწიფოთა საზოგადოება (საერთაშორისო საზოგადოება) არსებობს მაშინ, როდესაც იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც საერთო ინტერესები და ფასეულობათა სისტემა აქვთ, აცნობიერებენ საკუთარი ინტერესების გარკვეული შეზღუდვის საჭიროებას და ამასთანავე ერთმანეთთან ურთიერთობებში ერთობლივი მართვისა და საერო ინსტიტუტების შექმნის აუცილებლობას“. ინსტიტუტები, რომლებმაც ს.ს-ში წესრიგი უნდა უზრუნველყოს, არის საერთაშორისო სამართალი, დიპლომატია, საერთაშორისო ორგანიზაციები და ძალთა წონასწორობა. ს.ს-სა და საერთაშორისო ურთიერთობებს შორის ძირითადი განსხვავებაა ისაა, რომ პირველი მათგანისათვის აუცილებელია საერთო ინტერესების, ღირებულებებისა და მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულების არსებობა. ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იზრდება ასეთი საზოგადოების ჩამოყალიბების ტენდენცია, რომლის რეალიზაციის პირველ ეტაპს სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა წარმოადგენს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: