საერთაშორისო სამართალი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
International Law

ტერმინი შემოტანილ იქნა 1780 წელს ინგლისელი მეცნიერის ჯერემი ბენთამის მიერ. განარჩევენ საერთაშორისო საჯარო სამართალსა და საერთაშორისო კერძო სამართალს. საერთაშორისო კერძო სამართალი არეგულირებს ინდივიდების უფლებებსა და მოვალეობებს თავისი სახელმწიფოს გარეთ (სხვა ქვეყნებში და საერთაშორისო არენაზე). საერთაშორისო საჯარო სამართალი განისაზღვრება როგორც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა სფეროში მოქმედი ქცევის იმ წესების ერთობლიობა, რომლებიც სახელმწიფოთა და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტთა მიერ აღიარებულია იურიდიულად სავალდებულო ნორმებად და გამოხატავს სუბიექტთა საერთო ინტერესებს. ეს ნორმები თავს იჩენს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა თუ ჩვეულებებში და მათ შესრულებას უზრუნველყოფენ სუბიექტები ინდივიდუალურად ან კოლექტიურად. ს.ს-ს ისტორიულად სახელმწიფოები ქმნიდნენ. XX ს-ის მეორე ნახევარში საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხებს; სახელმწიფოს მაგვარ წარმონაქმნს (მაგ., ვატიკანი 1929 წლიდან). ს.ს-ის სრულუფლებიან სუბიექტად დღესაც მხოლოდ სუვერენული სახელმწიფო ითვლება. სწორედ სახელმწიფოები ქმნიან და იცავენ საყოველთაო ს.ს-ში ჩამოყალიბებულ საერთაშორისო მართლწესრიგს. შიდასახელმწიფოებრივი სამართლისაგან ს.ს. (აქ და ქვემოთ ყველგან საერთაშორისო საჯარო სამართალი იგულისხმება) მრავალი თავისებურებით განსხვავდება: ა) ფიზიკური პირი, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ძირითადი სუბიექტია, არ მონაწილეობს საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში; ბ) ს.ს. არეგულირებს მთავრობათშორის ურთიერთობებს, ე.ი. იმ ურთიერთობებს, რომლებშიც სახელმწიფოები მონაწილეობენ როგორც უზენაესი სუვერენული ხელისუფლების მქონე ერთეულები. სახელმწიფოში მოქმედი სხვა ელემენტები - პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები - მოკლებული არიან საერთაშორისო-სამართლებრივ სუბიექტუნარიანობას, რაც არ გამორიცხავს მათ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო არასამთავრობოთაშორის ურთიერთობებში; გ) ს.ს-ის ნორმებს სახელმწიფოები და სხვა სუბიექტები ურთიერთშეთანხმებით ქმნიან. არ არსებობს ცენტრალიზებული, სახელმწიფოებზე მაღლა მდგომი საკანონმდებლო ორგანო; დ) სახელმწიფოები თუ სხვა სუბიექტები იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც თვითონვე დააწესეს და რომელთაგან უმთავრესია შემდეგი - დაზარალებული სახელმწიფო უფლებამოსილია თავისი ძალებით ან სხვა სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დაიცვას შელახული უფლებები. თანამედროვე ს.ს-ს საყოველთაო ხასიათი აქვს, იგი დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა კონტინენტის ყველა სუვერენულ სახელმწიფოს მოიცავს. ეს შესაძლებელი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კაპიტალისტური და სოციალისტური კოლონიური სისტემების მსხვრევისა და საერთაშორისო მართლწესრიგის დემოკრატიულ საწყისებზე გადაყვანის შედეგად. ს.ს-ის რეგულაციის სფერო დღითი დღე იზრდება, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ს.ს-ის დარგების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: დიპლომატიური და საკონსულო სამართალი, საზღვაო სამართალი, საჰაერო სამართალი, კოსმოსური სამართალი, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი; განსაკუთრებული აქცენტი გადატანილია ადამიანის უფლებათა დაცვაზე, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარგებად ჩამოყალიბდა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: