საერთაშორისო ორგანიზაციები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
International Organizations

მუდმივმოქმედი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო (მთავრობათაშორისი) და საერთაშორისო არასამთავრობოთშორისი დაწესებულებანი, რომლებიც იქმნება პოლოიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიზნების განსახორციელებლად. ს.ო-ს როლი ინტეგრაციის პროცესების გაღრმავებასთან ერთად სულ უფრო იზრდება. მსოფლიოს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროებში ურთიერთკავშირი თანამედროვე ეტაპის გარდაუვალი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო გაერთიანებათა შექმნის ცდები შორეულ წარსულშიც ყოფილა (მაგ., ძველ საბერძნეთში არსებობდა რელიგიურ-პოლიტიკური გაერთიანება „ამფიქტიონია“ და სამხედრო-პოლიტიკური კავშირი „სიმმაქია“), პირველი ნამდვილი, მასშტაბური საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ XIX ს-ში ჩამოყალიბდა. ს.ო-ის ჩამოყალიბების პროცესი ინტენსიურად დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რაც დაკავშირებულია გაეროს შექმნასთან და თანამედროვე საერთაშორისო სამართლის შემდგომ განვითარებასთან. საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციები სახელმწიფოებთან ერთად წარმოადგენენ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად აქტორებს. თავისი ფუნქციებით ს.ო. არის პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, კულტურული, სამეცნიერო, შეიძლება იყოს უნივერსალურიც. გეოგრაფიული განზომილებით გვხვდება რეგიონული, რეგიონთაშორისი, საყოველთაო ორგანიზაციები. საყოველთაო, უნივერსალური ს.ო-ის მაგალითია გაერო.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: