Actor
ნებისმიერი ერთეული, რომელიც ინდივიდუალურ როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში და წარმოდგენილია დამოუკიდებელ მონაწილედ (სუბიექტად). ა–ებს წარმოადგენენ სახელმწიფოები, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, საერთაშორისო ტერორიზმი, ნარკობიზნესთან დაკავშირეული და სხვა კრიმინალური დაჯგუფებები, რელიგიური ორგანიზაციები და სხვ. ცალკეულ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობების ა. შეიძლება იყოს კონკრეტული პირიც (მაგ., რომის პაპი).
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: