ტრანსნაციონალური კორპორაცია (ტნკ)

Error message

  • Notice: Trying to access array offset on value of type int in element_children() (line 6609 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Transnational Corporation

ეკონომიკური პროფილის დიდი საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც კონტროლს უწევენ მსოფლიო მეურნეობის ერთ ან რამდენიმე დარგს. ასეთ კომპანიებს საწარმოები გააჩნია რამდენიმე ქვეყანაში. ტნკ-ები უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაში. მათი წილი მსოფლიოს ერთობლივ პროდუქტში 30%-ს აღწევს. ტნკ-ების წილად მოდის მსოფლიოში წარმოებული ელექტრონიკის, ქიმიური მრეწველობის, მანქანათმშენებლობის, ფარმაცევტიკის 75-90%. ხოლო მსოფლიოს ასი უმდიდრესი ერთეულიდან 51 ტნკ და მხოლოდ 49 სახელმწიფოა. ყველაზე მძლავრი ტნკ-ის „ჯენერალ მოტორსის“ გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 2000 წელს 161,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მეტია, ვიდრე ნორვეგიის, პოლონეთის ან ინდონეზიის ერთობლივი ეროვნული პროდუქტი, ხოლო საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს 80-ჯერ აღემატება. მსოფლიოს 500 უმსხვილესი ტნკ-დან 170 ევროპულია, 162 ამერიკული, 126 იაპონური, ხოლო 42 სხვა ქვეყნებიდანაა (სათავო ოფისის მიხედვით), მაგრამ ტნკ-ში დასაქმებულთა (სულ 75 მილიონ კაცზე მეტი) მხოლოდ 20% მოდის განვითარებულ ქვეყნებზე. გლობალიზაციის პროცესმა არა მარტო ძალიან გაზარდა ტნკ-ების როლი მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში და ისინი საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად აქტორებად აქცია, არამედ მნიშვნელოვნად შეცვალა მათი სტრუქტურა და შინაარსი. ამის მაგალითია „ფორდ მოტორის“ რეკონსტრუქცია. მისი მართვა და კონტროლი აღარ ხორციელდება ერთი ცენტრიდან და განაწილებულია მთელს მსოფლიოში. ეს ცენტრები დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. მოხდა პროდუქციის სტანდარტიზაცია და ყველა საწარმოში ერთი და იგივე პროდუქცია იწარმოება, ამ შემთხვევაში - ავტომანქანა. აღნიშნული პროდუქცია აღარ არის რომელიმე ქვეყნის ნაწარმი, არამედ წარმოადგენს „მსოფლიო ავტომობილს“ და აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, კონკრეტულად რომელ ქვეყანაშია იგი დამზადებული. მარკა „დამზადებულია აშშ–ში" იცვლება მარკით "დამზადებული ფორდ მოტორში“. ხოლო თვით „ფორდ მოტორიც“ ვეღარ ჩაითვლება ამერიკულ კომპანიად, რადგან იგი სათავო ოფისის გარეშეა წარმოდგენილი. როგორც ვარაუდობენ, ამ გზას დაადგებიან სხვა ტნკ-ებიც, რადგან ეს გლობალიზაციის ეპოქის, XXI ს-ის მოთხოვნაა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: