პოლიტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Politics/Policy

1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ხელისუფლების განხორციელების ძირითადი პრინციპები, ნორმები და მიმართულება (უფრო ფართო გაგებით - მთლიანი მოღვაწეობა).2. საზოგადოებრივი (ეკონომიკური, სოციალური და სულიერი) ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი სფერო, რომელიც დაკავშირბულია სოციალური სუბიექტების ურთიერთობებთან, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ხელისუფლების ფუნქციონირებასა და შეცვლასთან. პ.-ის გაგების წარმოშობას, ჩვეულებრივ, არისტოტელეს ნაშრომის სახელწოდებას - „პოლიტიკას“ უკავშირებენ, რომელშიც იგი სახელმწიფოსა და პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაციისა და მოღვაწეობის საკითხებს იხილავს. მას შემდეგ პ-ს სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ. ერთი რამ უდავოა, პ. ფართო, რთული, მრავალწახნაგოვანი და მრავალსაფეხურიანი მოვლენაა; რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების განხორციელებასა და პოლიტიკურ ძალაუფლებასთან არის დაკავშირებული. შეიძლება გამოვყოთ მისი შემადგენელი შემდეგი სტრუქტურული ელემენტები:ა) პოლიტიკური ინტერესები, მიზნები და მიზანდასახულობანი;ბ) პოლიტიკური კავშირები, მოქმედებები და ურთიერთობები;გ) საზოგადოების, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და გაერთიანებების პოლიტიკური ორგანიზაცია;დ) პოლიტიკური ცნობიერება, როგორც სუბიექტების მიერ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გათვითცნობიერება;ე) პრაქტიკული პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც მიმართულია შემუშავებული პოლიტიკური ხაზის რეალიზაციისა და გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.მოკლედ, რომ ვთქავათ საჭიროა განვასხვავოთ პ. და პოლიტიკური ცნობიერება, პ. და პოლიტიკური პრაქტიკა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც პ-ს უფრო ფართო გაგება აქვს, ერთიცა და მეორეც პ-შია გაერთიანებული. პ. თავისი მოქმედების სფეროს მიხედვით იყოფა საშინაო (შიდასახელმწიფოებრივ) და საგარეო (სახელმწიფოთაშორის, საერთაშორისო, მსოფლიო) პ-დ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: