ეროვნულ -განმათავისუფლებელი მოძრაობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
National Liberation Movement

ხალხების ბრძოლა, მიაღწიონ ეროვნულ- სახელმწიფოებრივ დამოუკიდებულობას და კულტურულ იდენტიფიკაციას. ე.-გ.მ -ები ჩაისახა XIX ს-ში და დიდი როლი შეასრულა იმპერიების დაშლის საქმეში. ასე მაგ., ოსმალეთის იმპერიის დაშლას თან მოჰყვა ბალკანეთსა და წინა აზიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოშობა, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლამ დამოუკიდებლობა მოუტანა აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს, რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად შეიქმნა პოლინეთისა და ფინეთის, ხოლო ბრიტანეთის იმპერიის დაშლის შედეგად - ინდოეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ა.შ.

ე.-გ.მ. საწყის ეტაპზე მაინც, წარმოადგენს მოძრაობას კულტურულ-ეროვნულ თვითიდენთიფიკაციისათვის. ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება (სხვა ენობრივი დიალექტების არსებობის ფონზე) უნიფიცირებული ენის, ეროვნული პრესის, მეტ-ნაკლებად ერთიანი განათლების სიტემის, საკუთარი ისტორიული წარსულის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას და სხვა ეროვნულ კულტურულ დაწესებულებებთან ერთად, ყოველივე ამით ხორციელდება ეროვნული ცნობიერების ფორმირება, რაც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საქმეში. საქართველოში ამგვარი წამოწყებების უდიდესი ნაწილი განხორციელდა ილია ჭავჭავაძის და მისი თანამოაზრეების ძალისხმევის შედეგად XIX ს-ის 60- იანი წლებიდან.

ე.-გ. მ-ის უფრო მომწიფებულ ეტაპებზე ხდება უკვე წმინდა პოლიტიკური, უკიდურეს შემთვევაში, შეიარაღებული გამოსვლები, რომელთა წარმატება დამოკიდებულია მრავალ პირობაზე, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკურ კლიმატზე. სწორედ ამ უკანასკნელმა და არა იმდენად მმართველი წრეების უნარობამ მრავალმხრივ განაპირობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემა და უკვე ბოლშევიკური რუსეთის მიერ მისი ოკუპაცია 1921 წელს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: