დიპლომატია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Diplomacy

საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნებთან ურთიეთობებში სახელმწიფოს მიზნების შესრულებას ემსახურება. დ-ის, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის მთავარი ფუნქცია მხარეებს შორის საერთო ინტერესების მოძებნა და კონფლიქტური საკითხების გამორკვევაა მათი მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით. დიპლომატიური საქმიანობა ხორციელდება მოლაპარაკებების მეშვეობით, რომელსაც დიპლომატიური წარმომადგენელი, ელჩი ახორციელებს. მუდმივი ელჩის ინსტიტუტი პირველად XV-ის იტალიაში წარმოიშვა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. დ-ური წარმომადგენლობების მთავარ ფუნქციებს დღემდე ინფორმაციის მოპოვება და მისი ინტერპრეტირება, წარმგზავნი სახელმწიფოს სამხედრო და ეკონომიკური ინტერესების დაცვა და სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა წარმოადგენს. დ. საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფუნქციის გარდა საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის როლსაც ასრულებს. ხშირად ამ სიტყვით ზოგადად საერთაშნორისო ურთიერთობებსაც აღნიშნავენ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: