ალცჰეიმერის დაავადება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Alzheimer's Disease

თავის ტვინის ქრონიკული ორგანული სინდრომი, ტვინის დეგენერაციული დაავადება, რომელიც ვითარდება გვიანი მოზრდილობის პერიოდში და ხასიათდება მეხსიერების, ინტელექტუალური და სხვა კოგნიტური უნარების თანდათანობითი დაქვეითებით, შემცირებითა და პიროვნების გასადავებით. დაავადება თავის ტვინის ქერქის ნერვული უჯრედების დაშლითა და ნერვული კავშირების რღვევით მიმდინარეობს, რაც შედეგად თავის ტვინის მასის მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს.

დაავადება პირველად გერმანელმა ნეიროპათოლოგმა და ფსიქიატრმა ალოის ალცჰეიმერმა აღწერა 1907 წელს. მან გამოაქვეყნა ნაშრომი 51 წლის ქალბატონის შესახებ, რომელსაც „თავის ტვინის ქერქის უცნაური დაავადება“ ჰქონდა, რაც მეხსიერების გაუარესებით და სხვა ქცევითი და კოგნიტური პრობლემებით გამოიხატებოდა, ეჭვიანობის ჩათვლით. მან დაავადებას „სენილური დემენციის ატიპური ფორმა“ უწოდა, მოგვიანებით კი ეს მდგომარეობა ალცჰეიმერის დაავადების სახელით გახდა ცნობილი. XXI საუკუნის დასაწყისში ასაკოვან ადამიანებში დემენციის ყველაზე გავრცელებულ ფორმად იქნა მიჩნეული.

DSM-5-ის დიაგნოსტიკური კრიტერიუმების ჩამონათვალში შედის მრავალმხრივი კოგნიტური დეფიციტი, რომელიც თანდათანობით და მდგრადად ვითარდება. ყველაზე გამოკვეთილია მეხსიერების, ორიენტაციის, მსჯელობისა და დასკვნების გაკეთების უნარების გაუარესება. ახალი ინფორმაციის ინტეგრაციის უუნარობა ახალი ასოციაციების დასწავლას უშლის ხელს. დაავადების მქონე ინდივიდს ავიწყდება მნიშვნელოვანი მოვლენები და კარგავს ნივთებს. დაავადება მოქმედებს მეტყველებაზე, მოტორულ ფუნქციონირებაზე, ადამიანების და/ან ნივთების ცნობის უნარსა და მომავლის დაგეგვაზე. ნაკლებად აინტერესებთ არარუტინული აქტივობები, აღარ აინტერესებთ სხვები და, შედეგად, სოციალურად უფრო მეტად იზოლირებულნი ხდებიან. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ინდივიდი მეტად აჟიტირებული, დაბნეული, დეპრესიული, მშფოთვარე ან მუდამ საჩხუბრად მომართულიც კი ხდება.

ალცჰეიმერის დაავადების მიმდინარეობის სამი ცნობადი სტადია არსებობს: პრეკლინიკური, მსუბუქი კოგნიტური გაუარესება და ალცჰეიმერის დემენცია. პრეკლინიკური სტადიის გამოყოფა მიუთითებს, რომ დაავადება თვალსაჩინო სიმპტომების გამოვლინებამდე იწყება. კლინიკური დიაგნოზისთვის ყველაზე რელევანტურია მეორე და მესამე სტადიები.

მსუბუქი კოგნიტური გაუარესების ამნეზიურ და არაამნეზიურ ტიპებს გამოყოფენ. ალცჰეიმერის დაავადების განვითარების ერთ-ერთი პირველი სიმპტომი გულმავიწყობაა, რაც მსუბუქი კოგნიტური გაუარესების ამნეზიური ფორმაა და მეხსიერების შესამჩნევი დისფუნქციით ხასიათდება, თუმცა ამ დროს ნორმის ფარგლებშია შენარჩუნებული აღქმის, მსჯელობისა და დასკვნის გამოტანის უნარები. არაამნეზიური ტიპის გაუარესება კი ყურადღების, აღქმისა და  მეტყველების ფუნქციების რღვევით გამოიხატება.

რაც შეეხება მიზეზებს, საუბრობენ საფუძვლადმდებარე გენეტიკურ დეფექტებსა და , ასევე, მულტიგენურ დეტერმინაციაზე როგორც ადრეული, ისე გვიანი პერიოდის ალცჰეიმერის დაავადების შემთხვევაში. ამ დეფექტების გამოვლენა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემდგომი განვითარების წინაპირობაა.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

American Psychiatric Association (2013). Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, DSM-5tm, fifth edition. New School Library. American Psychiatric Publishing.

„Alzheimer’s disease“ Encyclopedia Britannica. Encyclopædia Britannica Online. Encyclopædia Britannica Inc., 2014. Web. 2 June, 2014.  

http://www.britannica.com/EBchecked/topic/18223/Alzheimer-disease

Barlow, Durand (2012). Abnormal Psychology: An Integrative Approach. Wadsworth, Belmont, CA. 

„Kin selection“ Encyclopedia Britannica. Encyclopædia Britannica Online. Encyclopædia Britannica Inc., 2014. Web. 2 June, 2014.  http://www.britannica.com/EBchecked/topic/317986/kin-selection#ref1111420

კატეგორია: 
ავტორები: