დასკვნა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Inference

დასკვნა ეწოდება ხარვეზიანი ინფორმაციის შევსებას არსებული მტკიცებულებების ან რწმენის და თეორიის საფუძველზე.  ხშირად, ადამიანებს ძალიან უჭირთ კომუნიკაციის პროცესში ნათქვამი ფრაზებისა თუ წინადადების ზედმიწევნით სწორად, თითქმის  სიტყვასიტყვით დამახსოვრება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მეტყველება პროპოზიციების გამოყოფის ოპერაციას ასრულებს, ხოლო პროპოზიციების ზუსტი თანმიმდევრობა ძალიან სწრაფად იკარგება მეხსიერებაში. ამასთანავე, მეხსიერებაში შენახული ყველა პროპოზიცია არ აღმოცენდება ზუსტად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომ, მსმენელები ხარვეზების შევსებას დასკვნით ახერხებენ. დასკვნის გასაკეთებლად კი მეხსიერებაში არსებულ ინფორმაციას იყენებენ. 

როგორც ამ სფეროში ჩატარებულმა მრავალმა გამოკვლევამ დაადასტურა, ნებისმიერი გამონათქვამის შემთხვევაში პოტენციური დასკვნების რაოდენობა შეუზღუდავია. თუმცა ისიც გასათვალისწიენბელია, რომ ადამიანები, როგორც წესი, საკმაოდ ფრთხილობენ დასკვნების გამოტანისას. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ცდის პირებს წაუკითხეს წინადადება: “არქიტექტორმა დაჭრა კაცი“, ხოლო შემდეგ ეკითხებოდნენ, რომელი იარაღი იგულისხმებოდა წინადადებაში. მართალია, ცდის პირთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ ეს იარაღი დანა იყო, მაგრამ კვლევის შედეგად ასევე აღმოჩნდა, რომ მსგავსი ტიპის წინადადების გაგებისას, ბუნებრივ პირობებში, ადამიანებს თავში არ მოსდით ცნება „დანა“. ეს შედეგი იმაზე მიუთითებს, რომ საკმაოდ სანდო დასკვნების გაკეთებაც არ ხდება ავტომატურად. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: