ავტორები

ზურაბ დავითაშვილი

ზურაბ ტატიშვილი

თამარ კიკნაძე

თამარ ცხადაძე

თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტზე (1996 წ. - დიპლომი, 1996-1998 წწ . - ასპირანტურა, 2006 წ. - საკანდიდატო დისერტაცია ფილოსოფიის ისტორიაში). 2003, 2004 და 2005 წლებში მიწვეული მკვლევრის სტატუსით მუშაობდა აპალაჩის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (2003) და სტენფორდის უნივერსიტეტში (2004, 2005), 2010-2011 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენდერის კვლევის სადოქტორო პროგრამაზე. 2000 წლიდან ასწავლის ფილოსოფიურ დისციპლინებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2001-2012 წლებში მუშაობდა თსუ-ში სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობაზე (მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი); 2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. კვლევს მეცნიერების ფილოსოფიის, ენის ფილოსოფიის, ფემინისტური ფილოსოფიის პრობლემებს. მუშაობს ფილოსოფიისა და გენდერის კვლევის კლასიკური ტექსტების ქართულენაზე თარგმნაზე. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და რამდენიმე სამეცნიერო კრებულის (ცნობიერების ფილოსოფია. ქრესტომათია (2013), შემეცნება და ზნეობა. ფილოსოფიური წერილები (2012), აუცილებლობის ასპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, წინააღმდეგობა (2009)) რედაქტორი. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს მილის, უოლსტონკრაფტის, ფრეგეს, კუნის, ქუაინის, დევიდსონის, კრიპკეს, ბატლერის და მრავალი სხვა ავტორის შრომები.
სტატიები (19)

თამთა მელაშვილი

თინიკო ჭინჭარაული

ფსიქოლოგიის დოქტორი, ქცევის ანალიტიკოსების სასერტიფიკატო საბჭოს სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი (BCBA), კლინიკური ნეიროფსიქოლოგი. 2009-2012 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2012 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით. არის 14 სამეცნიერო სტატიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.  
სტატიები (38)

ია აფთარაშვილი

იაგო კაჭკაჭიშვილი

ლალი სურმანიძე

ლია მეზვრიშვილი

Pages