კრასკელ - უოლისის ტესტი გვაძლევს საშუალებას შევადაროთ რამოდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შერჩევა (სხვადასხვა ცდის პირებისგან შედგენილი ჯგუფები სხვადასხვა პირობაში) ერთგვაროვნების თვალსაზრისით, რაც გულისხმობს, რომ შერჩევები აღებულია ერთი პოპულაციიდან. თუ ჯგუფები შედგებიან ერთსა და იმავე ცდის პირებისგან გამოიყენება ფრიდმანის Anova. კრიტერიუმის სტატისტიკას აქვს სახე , სადაც:
N - მონაცემთა მთლიანი რაოდენობა
K - ფაქტორის (პირობების) დონეების რაოდენობა
- რანგების ჯამი პირობაში.
მაგალითი: მოქმედედებს თუ არა დიეტა წონაზე?
წონა რანგი
ცდის პირი სტარტი თვე 1 თვე 2 სტარტი თვე 1 თვე 2
1 63.75 65.38 81.34 1 2 3
2 62.98 66.24 69.31 1 2 3
3 65.98 67.70 77.89 1 2 3
4 107.27 102.72 91.33 3 2 1
5 66.58 69.45 72.87 1 2 3
6 120.46 119.46 114.26 3 2 1
7 62.01 66.09 68.01 1 2 3
8 71.87 73.62 55.43 2 3 1
9 83.01 75.81 71.63 3 2 1
10 76.62 67.66 68.69 3 1 2
-----------------------------------------------------------------------------------------
ჯამი 19 20 21
ამ სტატისტიკას აქვს ხი-კვადრატ განაწილება k – 1 თავისუფლების ხარისხით.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა