სტატისტიკურ შეფასებებში დამოუკიდებელი, ”თავისუფალი” ცვლადების რაოდენობა. მაგალითად, შერჩევის დისპერსიის თავისუფლების ხარისხია n-1. საილუსტრაციოდ დავუშვათ, რომ უნდა გამოვთვალოთ n=7 მოცულობის შერჩევის საფუძველზე და ამ შვიდი ქულის საშუალო ცნობილია (ცხადია, ცნობილი უნდა იყოს, რათა გამოვთვალოთ ). მაშინ ამ შვიდი ქულიდან მხოლოდ 6-ია თავისუფალი ცვალებადობისას, მეშვიდე ქულა ვერ შეიცვლება ნებისმიერად. მისი მნიშვნელობა მკაცრადაა განსაზღვრული იმის გამო, რომ საშუალო უკვე ცნობილია. თავისუფლების ხარისხის რიცხვითი მნიშვნელობა განსაზღვრავს ისეთი მნიშვნელოვანი განაწილებების ფორმას, როგორებიცაა სტიუდენტის t-განაწილება, ხი-კვადრატ განაწილება, ფიშერის F განაწილება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა