შერჩევა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sample

სამიზნე ჯგუფს, რომელზეც უნდა ჩატარდეს კვლევა, ეწოდებათ კვლევის სუბიექტები. ჩვეულებრივ, სუბიექტები ადამიანები არიან, მაგრამ შეიძლება, ასევე იყოს ოჯახები, სკოლები, ქალაქები, კომპანიები, ცხოველები, გამოშვებული პროდუქცია და ა.შ.

პოპულაცია არის სამიზნე ჯგუფის სრული შემადგენლობა, შერჩევა კი არის პოპულაციიდან შეგროვებული ქვეჯგუფი.

კვლევის მთავარი მიზანია პოპულაციის შესწავლა, მაგრამ ამის გაკეთება უფრო პრაქტიკული და ეკონომიურია ამ პოპულაციიდან აღებულ შერჩევაზე დაყრდნობით.

ამასთან შერჩევა უნდა იყოს არჩეული გარკვეული წესების დაცვით, რათა ის იყოს რეპრეზენტაციული (კარგად წარმოადგენდეს პოპულაციის პროპორციებს). სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული სტატისტიკური კვლევის და დასკვნის სიზუსტე.

რეპრეზენტაციული შერჩევის მოპოვება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, ერთ-ერთი მათგანია მარტივი შემთხვევითი შერჩევა, როდესაც ინდივიდები შეირჩევიან ისე, რომ პოპულაციის თითოეულ წევს შერჩევაში მოხვედრის ტოლი შანსი ჰქონდეს და ერთი წევრის არჩევა არ იყოს დამოკიდებული პოპულაციის სხვა წევრის არჩევაზე. შერჩევის მისაღებად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შემთხვევითი რიცხვების ცხრილიც, თუ პოპულაცია გადანომრილია. ასევე გავრცელებულია განშრევებული (სტრატიფიცირებული) შემთხვევითი შერჩევა, კლასტერული შემთხვევითი შერჩევა და სხვა.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: