გადატანა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Transference

ტერმინი გადატანა ანუ ტრანსფერი აღნიშნავს ერთი პიროვნების მიერ მეორე პიროვნებაზე, ჩვეულებრივ, ფსიქოანალიტიკოსზე, იმ გრძნობების, სურველებისა და მიმართებების მოდუსის გადანაცვლებას, რომლებიც მას წარსულში ჰქონდა ფორმალურად ორგანიზებული ან განცდილი მისთვის მნიშვენლოვან ადამიანებთან მიმართებაში.

ეს ტერმინი პირველად „ისტერიის კვლევაში“ (Freud & Breuer, 1985d) გამოჩნდა და დროთა განმავლობაში თანდათან დაიხვეწა და მეტად დაზუსტებული მნიშვნელობა შეიძინა. დღეისათვის მასში ერთიანდება გადატანის ყველა ცნობილი ფენომენი, რომელიც ანალიტიკურ პრაქტიკაში გვხვდება, კერძოდ, ტრანსფერული სიყვარული, ტრანსფერული ურთიერთობა, ტრენსფერული ნევროზი, ნარცისისტული ტრანსფერი, უარყოფითი ტრანსფერი და ა. შ.

გადატანა ფსიქოანალიზის ცენტრალურ ცნებას წარმოადგენს და მჭიდრო კავშირშია ზიგმუნდ ფროიდის მიერ არაცნობიერის ფენომენის აღმოჩენასა და განვითარებასთან. თავის პაციენტებზე დაკვირვების შედეგად ფროიდი მივიდა დასკვნამდე, რომ ხშირად მათი პასუხები და რეაქციები თერაპევტის მიმართ იმ გრძნობებს გამოხატავდა, რომელიც თავდაპირველად ემოციური კონფლიქტის ცენტრალური მნიშვნელოვანი ფიგურის მიმართ ჰქონდათ, მაგ. მშობლების მიმართ. საწყის ეტაპზე ფროიდი ამგვარ რეაქციებს თერაპიის პროცესის მნიშვნელოვან ხელისშემშლელ  ფაქტორად მიიჩნევდა, თუმცა შემდეგ აღმოაჩინა, რომ ამგვარი „დამახინჯებები“ ფასდაუდებელ ინსტრუმენტს წარმოადგნენ არაცნობიერის გასაგებად. დროთა განმავლობაში გადატანის ფენომენი ფსიქოანალიტიკურ თეორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნიკად იქცა განკურნების პროცესში.

გადატანა მოიცავს ლიბიდოზური კატექსისის ერთი პიროვნებიდან მეორის ფორმაზე, პიროვნებასა თუ მახასიათებლებზე გადანაცვლებას. ასეთ გადატანაში ჩადებული ლიბიდოს ენერგიის რაოდენობა ვარირებს და, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ოდენობის იყოს საწყის კატექსისებთან შედარებითაც კი. ამასთან დაკავშირებით ორი რამ უნდა ითქვას. პირველი, ამ დროს ლიბიდოს მობილიზება ხდება. ფროიდი თვლის, რომ ინსტინქტური ენერგიის სხვა ფორმები აქ არ არის ჩართული. მაგალითად, თვითშენახვა არანაირ როლს არ ასრულებს. მეორე, ლიბიდოს ერთი ობიექტიდან ჩამოშორება და მეორეს კატექსირება, როგორც ეს გლოვის დროს ხდება, არ არის გადატანის ფენომენი. გადატანა წარსულში არსებული ურთიერთობის გარკვეული ფორმით და ერთგულად შენარჩუნებას მოიაზრებს, რომელიც არაცნობიერშია დაცული.

ფსიქოანალიზის გამოცდილება ადასტურებს, რომ გადატანის ფენომენი ბუნებრივად წარმოიქმნება ჩვეულებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი სასიყვარულო ურთიერთობებში. ასეთი „ველური“ გადატანები, როგორც წესი, ახალი ურთიერთობების ფორმირებას უწყობს ხელს, რომელსაც ფსიქოანალიტური მკურნალობისგან სრულიად განსხვავებული შედეგები აქვს. როგორც ფროიდი ამბობს, „ფსიქოანალიზი არ ქმნის ტრანსფერს. მას ის უბრალოდ ცნობიერში ამოაქვს და კონტროლს აწესებს მასზე, რათა ფსიქიკური პროცესები სასურველი მიზნისკენ წარმართოს“ (1910a/1909, გვ. 51). გადატანა, ფართო მნიშვენლობით, ყოველთვის აღინიშნება მკურნალობის მსვლელობისას და ეფექტური მკურნალობის არსებით წინაპირობას წარმოადგენს. ანალიტიკური მუშაობა სუბიექტთან, რომელსაც საერთოდ არ შეუძლია ნებისმიერი სახის გადატანა, სრულიად უშედეგო იქნება.

ამრიგად, გადატანა, რამდენიმე თვალსაზრისით, ფსიქოანალიტიკური მკურნალობის მამოძრავებელი ძალაა. პირველ რიგში, მას პაციენტის ფსიქიკურ სიტუაციაში ახალი ელემენტი, „რეალური გამოცდილების ნაწილი“ შეაქვს (1914g, გვ. 154). მეორე, გადატანა პაციენტის მიერ შეთავაზებული ინტერპრეტაციების მიღების აუცილებელი წინაპირობაა. „როდის დგება პაციენტისთვის მისი იდეების ფარული შინაარსების შეტყობინების დრო? ... ეს ნამდვილად არ უნდა გავაკეთოთ მანამ, სანამ ეფექტური გადატანა არ მოხდება, სანამ სათანადო რაპორტი არ დამყარდება. მისი ანალიტიკოსის პიროვნებასთან მიჯაჭვა მკურნალობის უპირველესი მიზანია. ამისათვის არაფერია საჭირო, მხოლოდ დრო უნდა მივცეთ“ (1913c, გვ. 139). მესამე, ის გადატანილი აფექტების ენერგიაა, რომელიც წინააღმდეგობის დაძლევისთვის საჭირო ძალას უზრუნველყოფს.

თუმცა, გადატანა წინააღმდეგობაზეც არის პასუხისმგებელი. როგორც ფროიდი წერდა, „ანალიზის პროცესში გადატანა მკურნალობისადმი ყველაზე მძლავრი წინააღმდეგობის სახით იჩენს თავს მაშინ, როდესაც ანალიზის მიღმა მკურნალობის მამოძრავებლად და წარმატებად უნდა მივიჩნიოთ“ (1912b, გვ. 101). ამრიგად, გადატანის ანალიზი მკურნალობის განმსაზღვრელ ნაწილად, ცენტრად და ბირთვად იქცევა. „მუშაობის გადამწყვეტი ნაწილი ანალიტიკოსისადმი პაციენტის დამოკიდებულების — გადატანის ფორმირებაა. ეს არის ძველი კონფლიქტების ახლებური ვარიანტი. ამ დროს პაციენტი ისე იქცევა, როგორც ადრე, წარსულში, ჩვენ კი თავს ვუყრით ყველა ხელმისაწვდომ ფსიქიკური ძალას მასში, რათა ახალი გადაწყვეტილებისკენ ვუბიძგოთ. ამრიგად, გადატანა ბრძოლის ველად იქცევა, რომელზეც ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალები პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს“ (1916–1917a [1915–1917], გვ. 454).

ფროიდი გადატანის ორ ფორმას აღწერს: უარყოფით და დადებით გადატანას. დადებითი გადატანა მოიცავს ანალიტიკოსთან მიჯაჭვულობის და მასში დარწმუნებულობის ყველა ასპექტს. პაციენტმა შესაძლოა მოახდინოს თერაპევტის იდენტიფიცირება დედასთან, რომლის მიმართაც თბილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ჰქონდა. მას არსებითი მნიშვნელობა აქვს წარმატებული მკურნალობისთვის. თერაპევტის იდენტიფიცირება შეიძლება უყურადღებო და ცივ დედასთან მოხდეს. ასეთ შემთხვევებში პაციენტს თერაპევტის მიმართ უკიდურესად უარყოფითი ემოციური დამოკიდებულება უჩნდება. უარყოფითი გადატანა მტრულ ან მოჭარბებულ კატექსისს აღნიშნავს, რომელმაც პაციენტი თერაპიული ურთიერთობის რღვევამდე შეიძლება მიიყვანოს. თუმცაღა, გადატანის ეროტიკულმა განზომილებამ შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას ფსიქოანალიტიკურ მკურნალობას ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომელთა გაუგებარი ლოგიკით ერთმანეთთან დაკავშირებული არათავსებადი არგუმენტები აბრკოლებს ნებისმიერ ცვლილებას ანალიტიკოსისადმი სასიყვარულო კატექსისის ფსიქიკურ პროცესში  (1915a, გვ. 166–167). არის ასევე შემთხვებები, როდესაც უარყოფითი და დადებითი დამოკიდებულება ერთდროულად ყალიბდება, რასაც ამბივალენტური რეაქცია ეწოდება.

ფსიქოდინამიკური თეორიების განვითარებასთან ერთად გადატანის ცნებაც გაფართოვდა და შეიცვალა. ობიექტი ურთიერთობის თეორიაში გადატანა ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც ადრეულ ობიექტთან არსებული ურთიერთობის მცდარი პროეცირება ხდება ანალიტიკოსზე. შესაბამისად, ტენდენცია, რომელსაც თერაპევტები ფსიქოანალიზის პროცესში ხშირად აწყდებიან პაციენტის მხრიდან, მაგალითად. როდესაც პაციენტი თერაპევტს ცივ და დისტანცირებულ პიროვნებად აღიქვამს, ობიექტი ურთიერთობების თეორიისათვის ცივი და დისტანცირებული მშობლის ხატის არსებობაზე მიუთითებს პაციენტის ადრეულ ბავშვობაში.

გადატანის კიდევ ერთი სახე ფსიქოდინამიკურ მიდგომაში კოჰუტმა შემოიტანა. თერაპიის პროცესში, კოჰუტი მონაცემების შეგროვებისას ემპათიურ გამოკითხვას იყენებდა. სწორედ ამ  დროს  აღმოაჩინა სელფ ობიექტის გადატანა. სელფ ობიექტის გადატანა  მოიცავს  პაციენტის ადრეული ასაკის მოთხოვნილებებს - იდეალიზების, ობიექტთან მუდმივად ყოფნის და სხვა.

კოჰუტისათვის ამგვარი გადატანები ადრეული ფსიქიკური კონფლიქტების პროექციაზე მეტად პაციენტის დაუკმაყოფილებელ საჭიროებებზე მიუთითებენ. ამასთანავე, ამგვარი გადატანების არსებობის მთავარი მიზანი გადაჭრაზე მეტად, მათი განცდა და გაგებაა. რასაც საბოლოოდ მომწიფებული სელფ ობიექტის ურთიერთობები უნდა მოჰყვეს როგორც ანალიტიკოსთან, ასევე სხვა მნიშვნელოვან ფიგურებთან პაციენტის ცხოვრებაში.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 3. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

Freud, S., and Breuer, J. (1895d). Studies on hysteria. SE, 2: 48–106.

Freud, S. (1910a [1909]). Five lectures on psycho-analysis. SE, 11: 5–55.

Freud, S. (1912b). The dynamics of transference. SE, 12: 97–108.

Freud, S. (1913c). On beginning the treatment (further recommendations on the technique of psycho-analysis I). SE, 12: 121–144.

Freud, S. (1914g). Remembering, repeating, and working through (further recommendations on the technique of psycho-analysis II). SE, 12: 145–156.

Freud, S. (1915a). Observations on transference love (further recommendations on the technique of psycho-analysis III). SE, 12: 157–171.

Freud, S. (1916–1917a [1915–1917]). Introductory lectures on psycho-analysis. SE, 15–16.

კატეგორია: 
საკვანძო სიტყვები: 
ავტორები: