პროცედურები, რომელთა ძირითადი იდეა ისაა, რომ ზომავენ განსხვავებას შერჩევიდან გამოთვლილ სიდიდესა და პოპულაციის შესაბამისი სიდიდის სავარაუდო მნიშვნელობას შორის და არკვევენ რამდენად დიდია ეს განსხვავება. მაგალითად, განსხვავება შერჩევის საშუალოსა და პოპულაციის საშუალოს შორის. ჰიპოთეზათა შემოწმების ამოცანა მდგომარეობს ისეთი წესის - კრიტერიუმის ჩამოყალიბებაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს რეალურად ჩატარებული ცდის შედეგად მიღებული შერჩევითი მნიშვნელობების საფუძველზე შევამოწმოთ პოპულაციის შესახებ გამოთქმული მოსაზრების (ჰიპოთეზის) სამართლიანობა.
ჰიპოთეზათა შემოწმების ეტაპებია:
- ჰიპოთეზების ფორმულირება;
- კრიტერიუმის სტატისტიკის მნიშვნელობის გამოთვლა;
- უარყოფის არის დადგენა;
- გადაწყვეტილების მიღება (სტატისტიკური დასკვნა).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა