თვითეფექტურობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Self-eficcacy

რწმენებისა და მოსაზრებების ერთობლიობა იმის შესახებ, რომ ინდივიდს შეუძლია კონკრეტულ სიტუაციაში ადეკვატურად მოქცევა და თავის გართმევა. თავის მხრივ, ეს რწმენა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და ახდენს გავლენას ინდივიდის აღქმაზე, მოტივაციასა და ქცევაზე.

თვითეფექტურობის ცნება ალბერტ ბანდურას ეკუთვნის და ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია მის მიერვე შექმნილ სოციალური დასწავლის თეორიაში.

ადამიანები თავს არიდებენ სიტუაციებს ან საერთოდ არ ახორციელებენ ქცევას, როდესაც იციან, რომ არაეფქტურები იქნებიან. ამგვარი რწმენა ინდივიდს ხელს უშლის გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და გამოიყენოს ისინი. ადამიანი ბუნებრივად არიდებს თავს ისეთ სიტუაციებსაც, რომელშიც თავს არაადეკვატურად გრძნობს.

იმის მიუხედავად, რომ რეალურად, შესაძლოა, პიროვნებას ჰქონდეს შესაძლებლობები და უნარები, წარმატებით და ეფექტურად განახორციელოს ესა თუ ის ქცევა, დაბალმა თვითეფქტურობის განცდამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქცევის განხორციელებას და დაბლოკოს ის.

ფაქტობრივი შესრულების გარდა, ადამიანს დამატებით სამი წყარო აქვს საკუთარი თვითეფექტურობის განსასაზღვრად და შესაფასებლად:

თვითეფექტურობის წყაროები

ბანდურას მიხედვით, არსებობს ოთხი ძირითადი წყარო, რომლიდანაც ადამიანს შეუძლია თვითეფექტურობის განმტკიცების მიღება და ძლიერი თვითეფექტურობის განცდის ჩამოყალიბება ან, პირიქით.

  1. თვითეფექტურობის ყველაზე ძლიერი წყარო წარმატებულობის, უნარიანობის განცდა და გამოცდილებაა. წარმატება, დიდწილად, განაპირობებს ეფექტურობის განცდას, თუმცა, ადვილად მიღწევადი წარმატება ადვილადვე უფასურდება წარუმატებლობით, შესაბამისად, იმისათვის, რომ წარმატებამ  თვითეფექტურობაზე გავლენა იქონიოს, პიროვნებამ ძლიერი/ მნიშვნელოვანი დაბრკოლებები უნდა გადალახოს და დაძლიოს.
  2. სოციალური მოდელირება - სოციალური მოდელირებით ძლიერი თვითეფექტურობის ჩამოყალიბება სხვებზე დაკვირვების შედეგად ხდება. თუკი პიროვნება ხედავს, რომ სხვა ადამიანი წარმატებულია, იჯერებს, რომ თავადაც შეუძლია მიზნის მიღწევა და აქვს სათანადო უნარები. მეორე მხრივ, სხვების წარუმატებლობა, გარკვეულწილად, აეჭევებს ადამიანს, მოახდენს თუ არა იმავე სიტუაციაში თავად გამკლავებას.
  3. დარწმუნება - შესაძლოა თქვენ თავად დაირწმუნოთ თავი ან სხვამ დაგარწმუნოთ, რომ შეგიძლიათ ამა თუ იმ ქცევის განხორციელება და გაკეთება. როცა ადამიანებს სჯერათ, რომ აქვთ სათანადო უნარები, ისინი მეტ ძალისხმევას იღებენ მიზნის მისაღწევად, ვიდრე მაშინ, როცა ეჭვი შეაქვთ საკუთარ კომპეტენტურობასა და ეფექტურობაში.
  4. ემოციური აგზნების მონიტორინგი - გარკვეული დავალების შესრულებაზე ფიქრისას ადამიანს შესაძლოა აღმოუცენდეს შფოთვა - რაც მკაფიოდ მიუთითებს ეფექტურობის დაბალ მოლოდინზე; ან ღელვა - რაც ცხადად მიგვანიშნებს წარმატების მოლოდინზე. 

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1.

კატეგორია: 
ავტორები: