დამსჯელი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Punisher

დასჯა ოპერანტული განპირობების ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც უშუალოდ მოჰყვება განხორციელებულ ქცევას და რომლის  შედეგადაც მომავალში ამ ქცევის გამოვლენის ალბათობა იკლებს.

დამსჯელი სტიმული, განამამტკიცებელი სტიმულისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის ზრდის ქცევის სიხშირეს,  ყოველთვის მიმართულია ქცევის შემცირებაზე.

დასჯა შეიძლება მოიცავდეს ისეთი პირობების დამატებას, რომლებიც შეამცირებს პასუხის გამოვლენის ალბათობას ან ისეთი სტიმულის მოხსნას, რომელიც სასურველია ობიექტისათვის. იმის მიხედვით, ემატება თუ აკლდება სასურველი/ავერსიული სტიმული, გამოყოფენ დადებით და უარყოფით დამსჯელებს.

როგორც წესი, ახალი ქცევის დასწავლისას არ არის რეკომენდირებული დასჯის გამოყენება, რადგან თუკი დასჯას გამოვიყენებთ, ჯერ ერთი მოგვიწევს ავერსიული სტიმულების გაწყვილება, რაც ნეგატიურად აისახება დასწავლის პროცესზე, გარდა ამისა, დასჯა ნაკლებად ეფექტურია ახალი ქცევის ფორმირებისას, რადგან ის მხოლოდ გვასწავლის, რა არ უნდა გავაკეთოთ.

მაგალითად, დამსჯელი სტიმულია  წარბების შეჭმუხვნა მსმენელის მხრიდან, როცა ვხუმრობთ. წარბების შეჭმუხვნა ამცირებს ხუმრობის ქცევის გამეორების ალბათობას.

დამსჯელი სტიმულის ეფექტურობას განაპირობებს ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა: სტიმულის მიწოდების დაუყოვნებლივობა ანუ როცა ქცევის განხორციელებას ავტომატურად მოჰყვება სტიმულის აღმოცენება; სიხშირე? (contingency) - სტიმულის მიწოდება უნდა მოხდეს ყოველთვის, როდესაც სამიზნე ქცევა განხორციელდება; მამოტივირებელი ოპერაციები - ეს არის განმამტკიცებელი ან ჩამქრობი ტიპის გარემოებები,  რომლებიც ზრდიან ან ამცირებენ ქცევის გამოვლენის ალბათობას. მაგალითად, ბავშვს, რომელიც ცუდად იქცევა სუფრასთან, თუკი ვეტყვით, რომ დესერტს არ მივცემთ - ეს დამსჯელი სტიმულ მაშინ იქნება მეტად  ეფექტური, თუკი ბავშვი მშიერია. თუკი ბავშვი უკვე დანაყრებულია, მამოტივირებელი ოპერანტი არ იქნება ძლიერი და არ შეუწყობს ხელს დამსჯელი სტიმულის გაძლიერებას. დანარჩენ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ოპერანტული დამსჯელი პროცესის წარმატებულობაზე, არის ინდივიდუალური განსხვავებები და მაგნიტუდა.

არსებობს ორი ტიპის დამსჯელი: დადებითი და უარყოფითი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

პარსონსონი, ბ. (2007) ქცევის გამოყენებითი ანალიზი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“; თბილისი

Russel, A.P; Honey, L. P; Symbaluk G. D. (2013) Introduction to Learning and Behavior. 4th Edition, Wadsworth, Cengage Learning; Belmont, Ca.

Miltenberger, R. (2012) Behavior Modification: Principles and Procedures, 5th edition. Wadsworth, Cengage Learning; Belmont, Ca.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: