უარყოფითი დამსჯელის შემთხვევაში ქცევას მოყვება სასიამოვნო სტიმულის ჩამოშორება, რაც იწვევს ქცევის გამოვლენის ალბათობის კლებას. უარყოფით დასჯის ტიპური მაგალითია ბავშვის სათამაშო კუთხიდან გამოყვანა, როცა ის ცუდად იქცევა. ამ დროს ჩვენ ვართმევთ ბავშვს სასიამოვნო სტიმულაციის მიღების საშუალებას. ამიტომაც, ხანდახან უარყოფითი დასჯის პროცედურებს ე.წ. „თაიმაუტს“ უწოდებენ, რადგან ამ დროს სასურველი სტიმულისგან (ადგილი, აქტივობა) ჩამოშორება ხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩამოშორების პროცესმა ცოტა ხანს უნდა გასტანოს და არ უნდა გადააჭარბოს 5 წუთს.
უარყოფითი დამსჯელის სხვა მაგალითებია სამსახურში დაგვიანების გამო, ხელფასის დაქვითვა, ბავშვის მიერ გამოვლენილი უხეშობისა და ცუდი საქციელის გამო, მისი მეგობრებთან სათამაშოდ არ გაშვება და ა.შ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
პარსონსონი, ბ. (2007) ქცევის გამოყენებითი ანალიზი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“; თბილისი
Russel, A.P; Honey, L. P; Symbaluk G. D. (2013) Introduction to Learning and Behavior. 4th Edition, Wadsworth, Cengage Learning; Belmont, Ca.
Miltenberger, R. (2012) Behavior Modification: Principles and Procedures, 5th edition. Wadsworth, Cengage Learning; Belmont, Ca.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1