თუკი განხორციელებულ ქცევას შედეგად ავერსიული სტიმული მოსდევს - ეს არის დადებითი დასჯის მაგალითი. იმისთვის, რომ არ აგვერიოს ერთმანეთში დადებითი განმტკიცება, უარყოფითი განმტკიცება, დადებითი დასჯა და უარყოფითი დასჯა - უნდა დავიმახსოვროთ, რომ დადებითი დასჯის შემთხვევაში, სიტუაციას ემატება ავერსიული სტიმული, რომელიც, თავის მხრივ, ამცირებს ქცევის გამოვლენის ალბათობას. ასეთი სტიმული თავისი არსით „დამსჯელია“ . მაგალითად, თუკი ჩვენი ქცევა შედგება ცხელი უთოსთვის ხელის მიდებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ შედეგი იქნება მტკივნეული - ანუ ავერსიული - ჩვენ დიდი ალბათობით ნაკლებად ან საერთოდ აღარ ჩავიდეთ ასეთ რამეს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
პარსონსონი, ბ. (2007) ქცევის გამოყენებითი ანალიზი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“; თბილისი
Russel, A.P; Honey, L. P; Symbaluk G. D. (2013) Introduction to Learning and Behavior. 4th Edition, Wadsworth, Cengage Learning; Belmont, Ca.
Miltenberger, R. (2012) Behavior Modification: Principles and Procedures, 5th edition. Wadsworth, Cengage Learning; Belmont, Ca.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1