დადებითი განმტკიცება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
positive Reinforcement

დადებითი განმტკიცება ეწოდება მოვლენას, როცა განხორციელებულ ქცევას მოჰყვება სასიამოვნო და სასარგებლო სტიმული, რაც, თავის მხრივ, ზრდის ქცევის სიხშირის ალბათობას. დადებითი განმტკიცების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი უარყოფითი განმტკიცებისგან არის ის, რომ პირველ შემთხვევაში რეაქციის ალბათობის ზრდა სასარგებლო/სასიამოვნო სტიმულის მიწოდებით ხდება, ხოლო უარყოფითი განმტკიცების პროცესი  ავერსიული სტიმულის ჩამოცილებით, შემცირებით ან შეფერხებით მიიღწევა. დადებითი განმტკიცების გამოყენება ეფექტურია ახალი ქცევის ჩამოყალიბების პროცესში, ან ისეთი ქცევების გაზრდისათვის, რომლებიც გვინდა, რომ უფრო ხშირად გამოვლინდეს.

დადებითი განმტკიცების კლასიკური მაგალითია ვირთხა, რომელმაც იცის, რომ თუ ყუთში წრეზე ირბენს, საკვებს მიიღებს. ამ შემთხვევაში, საკვები  დადებითი  განმამტკიცებელია, რომელსაც ვირთხა იმ შემთხვავაში მიიღებს, თუ ქცევას განახორციელებს.  ადამიანები ისევ გააგრძელებენ ანეკდოტებისა და სხვა სახუმარო ისტორიების მოყოლას, თუკი ამით აღფრთოვანებას, სიცილს და მხიარულებას გამოიწვევენ, რაც მათ სიამოვნებას მიანიჭებთ. ამ შემთხვევაში ხალხის მიერ გამოხატული აღფრთოვანება და მხიარულება იქნება დადებითი განმამტკიცებელი.

დადებითი განმტკიცების სხვა მაგალითებია: მამა, რომელიც  მას შემდეგ მისცემს შვილს ნამცხვარს, როცა ეს უკანასკნელი თავის სათამაშოებს დაალაგებს;   მასწავლებლის მიერ მიღებული შექება, მას შემდეგ, რაც მოსწავლე კარგად დაწერს საკლასო დავალებას; სამსახურში მიღებული პრემია, კარგად შესრულებული სამუშაოს შემდეგ. ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ნამცხვარი, შექება და პრემია იქნება დადებითი განმამტკიცებელი,  რომელიც გაზრდის ქცევის სიხშირის ალბათობას.

ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ ტერმინი „დადებითი“ ამ შემთხვევაში არ გულისხმობს მორალურ ან სოციალურ კატეგორიას, არამედ იხმარება მათემატიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ, დადებითი განმტკიცების დროს ჩვენ ვამატებთ განმამტკიცებელ სტიმულს პასუხის შემდეგ.

დადებითი განმტკიცება - ცხრილი:

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

პარსონსონი, ბ. (2007) ქცევის გამოყენებითი ანალიზი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“; თბილისი

Domjan, M. (2010) The Principles of Learning and Behavior, 6th Edition; Wadsworth, Cengage Learning; Belmont, Ca 

კატეგორია: 
ავტორები: