ყნოსვის ბოლქვი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Olfactory Bulb

ცენტრი, სადაც ცხვირის ღრუში განლაგებული ყნოსვის რეცეპტორები აგზავნიან თავიანთ სიგნალებს. ის ხერხემლიანთა წინა ტვინში, თავის ტვინის ქერქის შუბლის წილის ქვემოთ არის განლაგებული. ყნოსვის (სუნის) რეცეპტორების უჯრედების აქსონები უშუალოდ უაღრესად ორგანიზებულ ყნოსვის ბოლქვად გარდაიქმნებიან, სადაც სუნის შესახებ ინფორმაცია გადამუშავდება.

ალბათ, გქონიათ სიტუაცია, როცა ბედნიერი იქნებოდით ყნოსვის შეგრძნების დაკარგვით: ოდესმე გყოლიათ ძაღლი, რომელსაც წაუგია სკუნსთან ბრძოლა? მაგრამ თავიდან რომ ავიცილოთ სკუნსის სუნის განცდა, ვარდის სურნელის, ცხელი პოპკორნის, ზღვიდან მომავალი სუნის შეგრძნების უნარიც უნდა დავკარგოთ. სუნი, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, პირველად თავის არსებობას რეცეპტორის ცილებთან ურთიერთქმედებისას გვატყობინებს, რომელიც ყნოსვის ბუსუსების მემბრანაზე მდებარეობს (იხ. სურათი). მას შეუძლია მიიღოს ნივთიერების მხოლოდ რვა მოლეკულა, რათა დასაბამი მისცეს ერთ-ერთს ამ ნერვული იმპულსებიდან, მაგრამ, სულ მცირე, 40 ნერვული დაბოლოება უნდა იყოს სტიმულირებული, რომ ნივთიერების სუნი შეიგრძნოთ. ეს ნერვული იმპულსები სუნის შესახებ ინფორმაციას ყნოსვის ბოლქვში აგზავნიან, რომელიც განლაგებულია რეცეპტორების ზემოთ და შუბლის წილის ქვემოთ. ყნოსვითი პროცესი იწყება ქიმიური ნივთიერების შესვლით ყნოსვითი ნეირონებისიონურ არხებში, ეს კი, მოქმედების პოტენციალის აღმოცენებას იწვევს.

ყნოსვის ბოლქვში განარჩევენ ნერვული ქსოვილის ცალკეულ სფეროებს, რომლებსაც გორგლებს (glomeruli) უწოდებენ. მათ რეცეპტორის უჯრედების აქსონების განშტოებული დაბოლოებები და ინტერნეირონების (მათ ხერხემლიანებში მიტრალურ უჯრედებს უწოდებენ) დენტრიტები ქმნიან, რომლებიც ტვინის სხვა ნაწილებს გადასცემენ ინფორმაციას. ყველა რეცეპტორული უჯრედის აქსონები, რომლებიც კონკრეტულ ქიმიურ ნაერთზე ან მსგავსი სტრუქტურის ნაერთთა სპექტრზე რეაგირებს, ერთ ცალკეულ გორგალში გროვდება, საიდანაც სინაფსის გავლით ინტერნეირონებს გადაეცემა. ასე იყრის თავს ერთად მსგავსი თვისებების მქონე დიდი რაოდენობის რეცეპტორებული უჯრედებიდან წარმოსული ინფორმაცია. ამგვარად, მასტიმულირებელი ქიმიური ნივთიერების ძალიან მცირე კონცენტრაციის შემთხვევაშიც კი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე რეცეპტორის სტიმულირებას ახდენს, ხდება ამ უჯრედებიდან წამოსული სიგნალის ეფექტის მაქსიმიზაცია. თაგვს ტვინის თითოეულ მხარეს დაახლოებით 1800 ასეთი გორგალი (glomeruli)აქვს, კურდღელს — დაახლოებით 2000, ძაღლს კი — 5000-მდე. ვინაიდან ყნოსვის მილიონობით უჯრედი გვაქვს და, ასევე აქსონების კონვერგენციის ხარისხის გამო, კონკრეტული სუნის შესახებ უზარმაზარ ინფორმაციას ვიღებთ. მაგალითად, კურდღელში ერთ ასეთ გორგალში დაახლოებით 25000 რეცეპტორული უჯრედის აქსონი იყრის თავს.

როგორც ცნობილია, ხერხემლიანებს უფრო ნაკლები გორგლები (glomeruli) აქვთ, ვიდრე თევზებს. მაგალითად, ზებრა თევზს, რომელსაც ხშირად იყენებენ ლაბორატორიულ კვლევებში, ყნოსვის თითო ბოლქვზე დაახლოებით 80 გორგალი აქვს და გორგლის რეცეპტორული უჯრედის აქსონთან დაკავშირებული მიტრალური უჯრედების აქსონები რამდენიმე გორგალს უკავშირდებიან მაშინ, როცა ძუძუმწოვრებში ერთ მიტრალურ უჯრედს მხოლოდ ერთი გორგალი აქვს.

ყნოსვის შეგრძნება ერთ-ერთი იმ მცირე ფუნქციათაგანია ნერვულ სისტემაში, რომელიც თვითგანახლებადია: როცა ყნოსვის რეცეპტორები ბერდებიან და კვდებიან, მათ ახალი უჯრედები ცვლიან, რომლებიც ახალ კავშირებს ამყარებენ ყნოსვის ბოლქვთან.

ყნოსვა, როგორც ჩანს, განვითარდა როგორც სისტემა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის მიზანს ემსახურებოდა. ძალიან ბევრი სახეობა მას საფრთხის წყაროს აღმოსაჩენადაც იყენებს. ის ამ ფუნქციას კარგად ასრულებდა რადგან დასაყნოსად ორგანიზმს არ სჭირდება მეორე ორგანიზმთან პირდაპირ კონტაქტში შესვლა. მიტრალურ უჯრედებზე პატარა ზომის მორჩებიანი უჯრედები. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Olfactory bulb, http://www.britannica.com/science/olfactory-bulb (05.08.2015).

კატეგორია: 
ავტორები: