შემოღებული იყო 1960 წელს დისპერსიების ჰომოგენურობის (ტოლობის) შესაფასებლად. ლევენის ტესტი ამოწმებს ნულოვან ჰიპოთეზას, რომ სხვადასხვა ჯგუფის ვარიაციები ტოლია. ტესტი იყენებს ერთფაქტორიან ANOVA-ს, აბსოლუტურ სხვაობებს ქულებსა და ჯგუფის საშუალოს შორის ან ქულებსა და მედიანებს შორის. მედიანის გამოყენება უფრო სასურველია, რადგან ის მდგრადი მახასიათებელია. მასზე თითქმის არ მოქმედებენ ამოვარდნილი მონაცემები.
ამგვარად, ნულოვანი ჰიპოთეზაა
კრიტერიუმის სტატისტიკა
სადაც k ჯგუფების რაოდენობაა, N მონაცემთა სრული რაოდენობა, მონაცემთა რაოდენობა i-ურ ჯგუფში, არის i-ური ჯგუფის j-ური ქულა,
არის i-ური ჯგუფის საშუალო, კი i-ური ჯგუფის მედიანა.
. F სტატისტიკას აქვს ფიშერის განაწილება k-1 და N-k თავისუფლების ხარისხებით, F(k-1, N-k) შესაბამისად თუ სტატისტიკის მნიშვნელობა შესაბამის უარყოფის არეში, ნულოვან ჰიპოთეზას უარვყოფთ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა