დასაბუთების ეტაპი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Context of Justification

კვლევის პროცესის მეორე ფაზა, რომელშიც ჰიპოთეზის შემოწმებისთვის ფაქტების მოპოვება ხდება.

ფსიქოლოგიური კვლევის პროცესი შეიძლება ორ თანმიმდევრულ ფაზად დაიყოს: იდეის ჩამოყალიბება ანუ აღმოჩენის ეტაპი და მისი შემოწმება, ანუ დასაბუთების ეტაპი. უმეტეს შემთხვევაში, მკვლევრები აღმოჩენიდან თეორიების შემოწმებაზე გადადიან. სწორედ დასაბუთების ეტაპზე ხდება ჰიპთეზის შესამოწმებლად ფაქტების მოპოვება, რაც საკმაოდ რთულია. ფსიქოლოგებმა ისეთი მონაცემები უნდა შეაგროვონ, რომლებიც ვალიდური დასკვნების გაკეთების საშუალებას მისცემთ. ამისათვის ისინი მეცნიერულ მეთოდს იყენებენ. პირველ რიგში, ეს ნიშნავს იმას, რომ დასაბუთების ეტაპზე მკვლევრებმა სრულად უნდა დააფიქსირონ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის სტადიები ისეთი ფორმით, რომ სხვა მკვლევარს მათი გაგება და შეფასება შეეძლოს.

გარდა ამისა, უნდა დაიძლიოს დამკვირვებლის ტენდენციურობა, რაც მონაცემთა შეგროვების სტანდარტიზაციითა და ცნებების ოპერაციულად განსაზღვრით მიიღწევა. ასევე, მკვლევრებმა უნდა გააცნობიერონ ალტერნატიული ახსნის არსებობის ფაქტები, როგორებიცაა მოლოდინისა და პლაცებო ეფექტები. სანდო და ვალიდური დასკვნების მისაღებად ისინი ისეთ პროცედურებს იყენებენ, როგორებიცაა ორმაგად ბრმა კონტროლი და პლაცებო კონტროლი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: