მოლოდინის ეფექტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Expectancy Effects

აღნიშნავს სიტუაციას, რომელშიც საკუთარი ან სხვა ადამიანის მომავალი ქცევის შესახებ მოლოდინები ასრულებს თვითქმნადი წინასწარმეტყველების (self-fulfilling prophecy) როლს. ტერმინი შემოიტანა მერტონმა (Merton, 1948). თვითქმნადი წინასწარმეტყველება ზოგიერთ შესაძლო ქცევებთან და მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული წინასწარმეტყველებებია, რომლებიც იმგვარად ცვლიან ქცევით ურთიერთობებს, რომ ისინი ისეთ სახეს იღებენ, როგორსაც ადამიანები ერთმანეთისგან ელიან.

სიტუაციის ბუნება შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს იმ რწმენებისა და მოლოდინების ზემოქმედებით, რომლებიც ადამიანებს აქვთ ამ სიტუაციების მიმართ. განასხვავებენ ორი ტიპის მოლოდინის ეფექტს: ინტრაპერსონალური და ინტერპერსონალური მოლოდინის ეფექტი. ინრაპერსონალურ მოლოდინის ეფექტს ხანდახან თვითმოლოდინის ეფექტსაც უწოდებენ, და გამოიყენება იმ სიტუაციის აღსანიშნად, რომელშიც ჩვენ გარკვეული მოლოდინებს ჩვენივე საკუთარ ქცევასთან დაკავშირებით მივყავართ ამ ქცევამდე. ითვლება, რომ მაღალი თვითმოლოდინების შექმნა აუმჯობესებს შესრულების ხარისხს. ინტერპერსონალური მოლოდინის ეფექტი აღნიშნავს ისეთ სიტუაციას, როცა მოლოდინს სხვა ადამიანის ქცევის მიმართ ამ ქცევამდე მივყავართ. ინტეპერსონალურ მოლოდინის ეფექტის ფენომენის კვლევის ცნობილი ექსპერიმენტი უკავშირდება რობერტ როზენტალის სახელს, რომელიც სკოლის დირექტორ ლეონორა იაკობსონთან თანამშრომლობით ჩატარდა. მასწავლებლებს წინასწარ შეუქმნეს მოსწავლეების მიმართ გარკვეული მოლოდინები და ისინიც ამ მოლოდინების შესაბამისად აფასებდნენ და ექცეოდნენ მოსწავლეებს. 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

 

კატეგორია: 
ავტორები: