ორმაგად ბრმა კონტროლი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Double-blind Control

ექსპერიმენტული ტექნიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ექსპერიმენტატორის მოლოდინის ეფექტი იმით, რომ არც ასისტენტმა და არც მონაწილეებმა არ იციან, რომელ ექსპერიმენტულ პირობაში მოხვდნენ ისინი.

მაგალითად, ვამოწმებთ ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ ტელევიზიით ნანახი აგრესიის რაოდენობის მატება ზრდის ურთიერთობაში გამოვლენილი აგრესიის დონეს. ამისათვის, კვლევის მონაწილეთა ერთ ჯგუფს კომედიურ ფილმებს ვაყურებინებთ, მეორე ჯგუფს კი — ძალადობის სცენების შემცველ ფილმებს. იმისათვის, რომ ჩვენი მოლოდინებიდან გამომდინარე, განსხვავებულად არ მოვეპყრათ კომედიისა და ძალადობის მაყურებელ მონაწილეებს, სასურველია, რომ კვლევის ასისტენტმა, რომელმაც უნდა შეაფასოს მონაწილეთა აგრესიის დონე, არ უნდა იცოდეს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ესა თუ ის მონაწილე. საუკეთესო შემთხვევაში მოლოდინის ეფექტისა და ტენდენციურობის აღმოფხვრა მაშინ არის შესაძლებელი, როცა არც მონაწილეებს ეცოდინებათ, რომელ პირობაში მოხვდნენ ისინი და არც — ასისტენტს. სწორედ ამიტომ ეწოდება კონტროლის ამ მექანიზმს ორმაგად ბრმა კონტროლი. ამავე მიზნით, მრავალ ექსპერიმენტში მონაწილეობის უფლება არ აქვთ მათ, ვისთვისაც ცნობილია კვლევის ჰიპოთეზა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: